VIDEO: „ხერხი სჯობია ღონესაო და მეც ეს მოვიგონე“ - როგორ ატყუებდა კესარია ქმრებს

კესარია აბრამიძე „რუსთავი 2“-ში, რუსკა მაყაშვილის გადაცემაშიმ იმყოფებოდა. რუსკას ზოგიერთ კითხვას მან იუმორნარევი, ზოგზე კი გულწრფელი პასუხები გასცა.

გადაცემაში კესარიამ საოჯახო საქმეებზეც ისაუბრა. რუსკას კითხვას, ოჯახის საქმეები გამოგდის? - კესარია პასუხობს:

„რა სულ შენ თხოვდებიო კომენტარებში სულ მწყევლიან ხოლმე, „ხადავოი“ ვარ. ქმართან ერთად რომ ვცხოვრობდი მაშინ ვამბობდი, რომ დალაგება არ გამომდის და სულ დამლაგებელი მომყავდა და რაც მარტო ვცხოვრობ და პატარა სახლში გადავედი, ყველაფერს ვაკეთებ ამ ფრჩხილებით. ოღონდ არ ვიცი საჭმელების გაკეთება და ყველა ქმარს ვატყუებდი, ჩემი და, ან მეგობრები აკეთებდნენ საჭმელს, მერე მე უცებ ფქვილში ამოვისვრებოდი და ვეუბნებოდი კერძი მოგიმზადე და დავიღალე-მეთქი, მერე უხაროდათ, რა გემრიელად აკეთებო“,- ამბობს კესარია.