1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
მსახიობმა ჯეისონ მომოამ განაცხადა, რომ ტანსაცმლის ტარება არ მოსწონს და გადაცემაში გაიხადა. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
ჯეისონ მომოა რამდენიმე დღის წინ ჯიმი კემელის შოუში იყო მიწვეული, სადაც მსახიობმა თავისი ბოლოდროინდელი ფილმების — Slumberland-ისა და Chief of War-ის შესახებ ისაუბრა. კემელის შოუ სახალისო განწყობის გარეშე არც ამჯერად დასრულებულა და ტელეწამყვანმა მომოას ინტერნეტში გავრცელებული ფოტო აჩვენა, რომელზედაც მსახიობს თევზაობის დროს უკანალი უჩანს.
„ეს ჰავაიელების ტრადიციული სამოსია, რომელსაც უკვე ყოველდღე ვიცვამ", - განაცხადა ჯეისონ მომოამ. ამის შემდეგ კემელი დაინტერესდა, ჯეისონ მომოას მასთან სტუმრობის დროსაც ეცვა თუ არა ჰავაიელების ტრადიციული სამოსი. ამაზე პასუხად, ჯეისონ მომოამ პირდაპირ ეთერში გაიხადა და დაამტკიცა, რომ ტანსაცმლის შიგნით ეს სამოსი მართლა ეცვა.
„რა თქმა უნდა, მაცვია. სინამდვილეში, ტანსაცმლის ტარება აღარ მომწონს", - განაცხადა ჯეისონ მომოამ და აღნიშნა, რომ ასე თავს გაცილებით კომფორტულად გრძნობს.