1769975663
VIDEO: „გავედი ამერიკულ „ნიჭიერში“... აბა, თუ გამოიცნობთ, რა მოხდა?“ – რისთვის ემზადება სალომე ქათამაძე
სალომე ქათამაძე საუბრობს, როგორ გადაწყვიტა რამდენიმე წლის წინ ამერიკულ „ნიჭიერში“ გასვლა. რამ შეუშალა ხელი აშშ-ში მცხოვრებ ქართველ მომღერალს, ამის შესახებ ის პოდკასტში „უეჭველი ქართველია“ საუბრობს:
„გადავწყვიტე, როგორც იქნა, დაძალებებით და დაჟინებებით, რომ მიმეღო მონაწილეობა ამერიკულ ნიჭიერშ. გადავედი შემდეგ ტურში, შემდეგ ისეთ ადგილას მივედით, სადაც ათას კაცზე მეტი იყო, მე და ერთი გოგონა აგვარჩიეს.
გაგიჟდნენ, გაოცდნენ, ჩაიწერეს მონაცემები. აბა, თუ გამოიცნობ, რა მოხდა? დაიწყო კოვიდი. არც ბოდიში, შემდეგ სეზონზე სცადეთ, არც არაფერი. ის სეზონი ჩაიშალა. მეც დამეზარა, არ მქონდა არც ნერვი, არც თავი, რომ კიდევ კონკურსში მიმეღო მონაწილეობა. ახლა ვაპირებ, მაქვს რაღაც გეგმები, მინდა, რომ „ვოისში“ ვცადო, მაგრამ ჯერ არ ვიცი, როდის. გინდ დაიჯერეთ, გინდა, არა, ძალიან ვნერვიულობ ხოლმე, როდესაც მსგავსი ტიპის პროექტებში გავდივარ…“












