VIDEO: ძმის გარდაცვალების შემდეგ გამართულ Backstreet Boys-ის კონცერტზე ნიკ კარტერმა ემოციები ვერ შეიკავა და ატირდა

ნიკ კარტერი

ლონდონში გამართულ გრანდიოზულ კონცერტზე,  Backstreet Boys-ის ვოკალისტმა ნიკ კარტერმა ემოციების შეკავება ვერ შეძლო. კონცერტი ნიკ კარტერის უმცროსი ძმის, აარონ კარტერის მოულოდნელი გარდაცვალებიდან ზუსტად 24 საათში იყო დაგეგმილი. ჯგუფმა კონცერტის გადადება ვერ შეძლო და ნიკ კარტერს სცენაზე გასვლა მოუწია. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

ნიკ კარტერი სცენაზე საკმაოდ ემოციური იყო, სიმღერის Show Me The Meaning of Being შესრულებისას, მან ცრემლების შეკავება ვერ შეძლო და ატირდა. ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ამხნევებენ მას ჯგუფის სხვა წევრები.

შეგახსენებთ, რომ ნიკ კარტერის ძმა, ასევე მომღერალი აარონ კარტერი 5 ნოემბერს საკუთარ აბაზანაში, გარდაცვლილი ნახეს.