VIDEO: „დედა ასეთი ატირებული არ მინახავს...“ - რას იხსენებს ქართველი მილიონერის შვილი

ანი ფხაკაძე

ბიზნესმენ ლევან ფხაკაძის ქალიშვილი, ანი ფხაკაძე რამდენიმე კვირის წინ დაქორწინდა. მისი რჩეული ამურ დე სედ­ლერ­ია. წყვილის ფოტოები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა. გოგოს სილამაზემ ყველას აღფრთოვანება გამოიწვია.

„შუადღე“ ანისა და მის ბებოს, დაჯის სახლში ესტუმრა. მათ ქორწილის ექსკლუზიურ დეტალებზე ისაუბრეს.

„ძალიან ვნერვიულობდი, სანამ ამურის ოჯახს გავიცნობდი, მაგრამ იმდენად კმაყოფილი წამოვედი... თითქოს ისინიც ჩვენსავით ტრადიციულები არიან. მას 2 ძმა ჰყავს და ძალიან შეკრულები არიან მშობლებთან. ანის დედამთილი პიროვნულად საოცრად კარგი ჰყავს.“ - ამბობს დაჯი ფხაკაძე.

„დედას ემოციების გამოხატვა ძალიან უჭირს. ყოველთვის თავშეკავებული და მოკრძალებულია. ხელის მოწერაზე შვეიცარიაში დაახლოებით, 35 სტუმარი გვყავდა. რამდენიც გავიხედე, დედა თავისი ოლიმპიური სიმშვიდით იჯდა, ნერვი არ აუტოკდა, მამა უფრო ტიროდა. ბოლოს, ხალხი რომ გავიდა დარბაზიდან, დავინახე, რომ ისე ტიროდა, ისე... ხალხის გასვლას ელოდა. მე ასეთი ატირებული დედა არ მინახავს“, - ამბობს ანი ფხაკაძე.

ნახეთ ვრცლად ↓