VIDEO: „ამ ამბის სააშკარაოზე გამოტანა საგმირო ამბავია“ - როგორ უპასუხა თამარ ივერმა მარიამ ცქიფურიშვილის აღიარებას, რომ მას ბევრი სექსუალური პარტნიორი ჰყავდა

თამარ ივერი და მარიამი

„მე მყავდა 34 წლის მანძილზე ძალიან ბევრი სექსუალური პარტნიორი, ფაქტობრივად რელიგიური ენით რომ ვთქვათ ვიყავი “მრუში”- მარიამ ცქიფურიშვილის ეს პოსტი გადაცემაში წაიკითხეს, რომელსაც ცნობილმა სოპრანომ თამარ ივერმა უპასუხა და აღნიშნა, რომ ეს აღიარება არის გმირობა, რადგან ყველას არ შეუძლია საჯაროდ ისაუბროს ამაზე.

„თქვენი მხრიდან ამ ამბის სააშკარაოზე გამოტანა და ხმამაღლა საუბრის დაწყება, ნამდვილად საგმირო ამბავია. ქართველ ქალს თავისი პირადი ძალიან იშვიათად გამოაქვს სააშკარაოდ. ვუსმენ ამ ქალბატონს. მიუხედავად იმისა, რომ რაღაცაში ვეთანხმები და რაღაცაში არა, მაინც ვთვლი, რომ არცერთი მამაკაცი, რომელთანაც ურთიერთობა ჰქონია, რაღაც ეტაპზე არ უყვარდა. რაღაც სპორტული ინტერესი იყო, ზოგთან საწოლი მოსწონდა, ზოგთან ინტელექტი, თვითონ აღნიშნა, რომ ყველა ხილი უნდა მოიარო სანამ მიხვდები, ვაშლი გინდა თუ მსხალი.

ვთვლი, რომ ღირსეული ქალი ჯერ გაიცნობს კარგად მამაკაცს, მის ხასიათს, მის პიროვნებას და მხოლოდ ამის შემდეგ გადადის ინტიმურ ცხოვრებაზე”, – საუბრობს თამარ ივერი.