VIDEO: 74 წლის მამაკაცს მეხსიერების აღდგენაში სიმღერების მოსმენა დაეხმარა

დემენცია

74 წლის  ბრიტანელ მამაკაცს მეხსიერების აღდგენაში საყვარელი სიმღერების მოსმენა დაეხმარა. ინფორმაციას ამის შესახებ NYpost-ი ავრცელებს. 
 
გამოცემის ცნობით, ედი ო’ბრაიენს ალცჰაიმერის დიაგნოზი 3 წლის წინ დაუსვეს. დაავადების გამო მამაკაცმა მეხსიერება მთლიანად დაკარგა. დიდი ხნის განმავლობაში ედის  ოჯახთან ვერბალური კომუნიკაციის დამყარებაც კი უჭირდა. 
 
თუმცა, ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც ერთ დღეს ედის ქალიშვილმა, რებეკამ აღმოაჩინა, რომ მამამისს მუსიკის მოსმენა მეხსიერების აღდგენაში ეხმარებოდა. 
 
„მამას მუსიკა ყოველთვის უყვარდა. თითქმის ყველა ჟანრს უსმენს, მაგრამ ახალგაზრდობაში განსაკუთრებულად  მაინც ელვის პრესლის შემოქმედება უყვარდა. ამიტომ ბოლო პერიოდია აქტიურად დავიწყე მისი საყვარელი სიმღერების დაკვრა. ყურსასმენებიც კი ვუყიდე, ახლა ის ძალიან ბედნიერია“,- ამბობს რებეკა. 
 
მისივე თქმით, მუსიკა ედის დაეხმარა წარსულიდან რიგი მომენტების გახსენებაში, რის გამოც ოჯახი ძალიან ბედნიერია.