1774906632
VIDEO: 14 წლის კატამ ხმამაღალი კრუტუნით რეკორდი დაამყარა
14 წლის კატა, სახელად ბელა, რომელიც ინგლისში, ქალაქ ჰანტინგტონში ცხოვრობს, გინესის რეკორდების წიგნში ხმამაღალი კრუტუნის გამო მოხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ბელას კრუტუნის დონე 54,59 დეციბელს შეადგენს - ასე ჟღერს მდუღარე ჩაიდანი ან მომუშავე სარეცხი მანქანა. კატის პატრონი, ნიკოლ სპინკი ამბობს, რომ ბელა ხშირად კრუტუნებს, რაც მას და მის ოჯახის წევრებს ტელევიზორის ყურებაში ყოველთვის ხელს უშლიდა.
ბელა ყველაზე ხმამაღალ კატად აღიარეს მათ შორის, ვინც დღეს ცოცხალია. აბსოლუტური რეკორდი კი ასევე ბრიტანელ სმოკის ეკუთვნის. სმოკის კრუტუნის დონე 67,8 დეციბელს შეადგენდა.










