ვანგას შემზარავი წინასწარმეტყველება 2022 წლისთვის – ნახეთ, რა ელის მსოფლიოს

ვანგა

ვანგას წინასწარმეტყველების მიხედვით, 2022 წელს მსოფლიოში ბუნებრივ კატასტროფებს, წყლის დეფიციტსა და უცხოპლანეტელების შემოსევასაც უნდა ველოდოთ. ინფორმაციას ამის შესახებ Mirror-ი ავრცელებს.

ვანგას 5 წინასწარმეტყველება 2022 წლისთვის:

ვანგას თქმით, წელს მსოფლიო კიდევ ერთი, ახალი პანდემიის წინაშე აღმოჩნდება, რომელიც გავრცელებას ციმბირიდან დაიწყებს. როგორც ის აღნიშნავს, ვირუსი კლიმატის ცვლილების შედეგად წარმოიშობა.

ასევე, ის ამბობს, რომ 2022 წელს ქვეყანათა უმრავლესობაში წყლის დეფიციტი შეიქმნება.

ვანგა წელს უცხოპლანეტელების შემოსევას წინასწარმეტყველებს, რომლებიც დედამიწაზე თავდაპირველად ასტეროიდს გამოგზავნიან.

მისი თქმით, ინდოეთში შიმშილის დონე მნიშვნელოვნად გაიზრდება და ტემპერატურა 50 გრადუსს მიაღწევს.

მიწისძვრები და ცუნამები მოსალოდნელია ავსტრალიასა და აზიაში.

 

რაც შეეხება ვანგას წინასწარმეტყველებებს შორეული მომავლისთვის,ისინი ასე გამოიყურება:

 

2023 წელს დედამიწის ორბიტა რადიკალურად შეიცვლება;

 

2028 წელს ასტრონავტები ვენერაზე იმოგზაურობენ;

 

2043 წელს ევროპას მთლიანად მუსლიმები გააკონტროლებენ;

 

2046 ორგანოების გადანერგვის ახალი ტექნოლოგია შეიქმნება და ადამიანები უფრო დიდხანს იცოცხლებენ;

 

5079 წელს მსოფლიოს აღსასრული დადგება.