vanga

ვანგას რჩევები ბარაქის მოსაზიდად

ცნობილი ბულგარელი ნათელმხილველი ვანგა მსოფლიოს მასშტაბით აკვირვებდა ხალხს საკუთარი ნიჭითა და შესაძლებლობებით, მაგრამ ბევრმა არ იცის, ალბათ, რომ ვანგას ჰქონდა საკუთარი წესები, რომლებიც ფულისა და ბარაქის სახლში მოზიდვას უკავშირდება.

1. თუკი გსურთ, რომ სახლში ბარაქამ დაისადგუროს და ავი თვალისგან დაიცვათ ოჯახი, კარის ზღურბლზე ანწლის რტოებისგან გაკეთებული ჯვარი ჩამოკიდეთ.

2. დილით საწოლიდან ადგომისას არასოდეს ჩაიცვათ ჯერ ერთი ფეხსაცმელი და მერე მეორე. აუცილებელია ორივე მონახოთ და ჩაიცვათ ერთდროულად, თუკი გსურთ, რომ დღე წარმატებული იყოს.

3. სახლში ფულის მოსაზიდად შეინახეთ მონეტები და სხვადასხვა ქვეყნის ფულის კუპიურები. თუმცა, სასურველია, თუკი მონეტები ვერცხლისფერი იქნება.

4. თუკი გსურთ, რომ თქვენს ცხოვრებაში ახალი, ნათელი პერიოდი დაიწყოს, ახალმთვარეობას ავეჯი გადააადგილეთ სახლში.

5. არასოდეს დატოვოთ მაგიდაზე პურის ბოლომდე შეუჭმელი ნაჭრები, მით უმეტეს, არასოდეს გადაყაროთ ისინი. ასე თქვენი ცხოვრებიდან ბარაქა და ფული წავა. აჯობებს, ძველი პურით ჩიტებს გაუმასპინძლდეთ.

6. თუკი გსურთ, რომ მთელი წელი ფინანსურად უზრუნველყოფილი გქონდეთ, ახალი წლის ღამეს, ზუსტად თორმეტზე, გადათვალეთ საფულეში არსებული მსხვილი კუპიურები. 

7. თუკი ფინანსური პრობ­ლემები გაქვთ, ხალიჩის ქვეშ ერთი კვი­რით გააჩერეთ ხავსი, პრობლემები გამოგიოსწორდებათ.

8. მზის ჩასვლის შემდეგ ფული არც ისეს­ხოთ, არც გაასესხოთ.

9. როცა პურს ან ფუნთუშეულს აცხობთ სახლში, ცომის მოზელის შემდგომ არავითარ შემთხვევაში არ იჩხუ­ბოთ შინაურებთან. ასე სახლიდან ბარაქა წავა.

10. თუკი სიღარიბეს გინდათ დააღწიოთ თავი, საფულით მწვანე კვარცის ნატეხი ატარეთ ხოლმე.

11. არასდროს დადოთ მაგიდაზე გასაღები და ქუდი, ასევე არასდროს დაჯდეთ მაგიდაზე, ეს თქვენს ოჯახში სიღარიბეს მოიზიდავს.

12. არასდროს დატოვოთ პურში ჩარჭობილი დანა, თუკი არ გსურთ, რომ ოჯახში სიღარიბე გქონდეთ.

13. ახალნაყიდი საფულით რაღაც პერიოდი მაინც ძვირფასი ოქროს ნივთი ატარეთ. ასე დიდ ფულსა და ბარაქას მოიზიდავთ თქვენკენ.

მთავარი სიახლეები