თელავში მამაკაცი ავტომობილით საკუთარ მეუღლეს დაეჯახა
1770981740
შინაური ნაცრისფერი თუთიყუში, რომლის სიტყვებიც პოლიციას დამნაშავის მიგნებაში დაეხმარა, მიჩიგანის შტატში მომხდარი მკვლელობის საქმის მთავარი მოწმე გახდა. The Mirror-მა ამ უჩვეულო ინციდენტის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დანაშაულის ადგილზე სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ხუთი ჭრილობით, გარდაცვლილი მამაკაცი და დაჭრილი ქალი იპოვეს. გამოძიება მანამ შეჩერდა, სანამ დეტექტივებმა მსხვერპლის შინაური თუთიყუშის ფრაზას არ მოჰკრეს ყური - „არ ისროლო“, იმეორებდა ფრინველი. მსხვერპლის ნათესავებმა დაადასტურეს, რომ ჩიტი მოკლულის ხმას ჰბაძავდა, რამაც მათ აფიქრებინა, რომ ის მკვლელობის დროს, მამაკაცის მიერ წარმოთქმულ სიტყვებს იმეორებდა.
გამოძიების დროს პოლიციამ ასევე აღმოაჩინა ეჭვმიტანილის მიერ თვითმკვლელობის ჩადენის შესახებ და ოჯახში სერიოზული ფინანსური პრობლემებიც დაადგინა. ყველა მტკიცებულების განხილვის შემდეგ, ნაფიცმა მსაჯულებმა ქალი დამნაშავედ ცნეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.