ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
„პრიმ ჰაუსის“ ახლა უკვე ყოფილი მონაწილე, დიმიტრი ლიპარტელიანი“ „პრაიმტაიმთან“ სოციალურ ქსელში გავრცელებულ მის უცნობ კადრებს ეხმაურება.
„შევეხები საკითხს, რა დროსაც, ჩემს ფოტოებს იყენებენ ისე, როგორც უნდათ. პირველ რიგში, დაჯილდოება „პერსონას“ შევეხები, რომელზეც წარდგენილი ვიყავი სასტუმრო „ბაკურიანი ინნ-იდან“ და დავჯილდოვდი, როგორც ყველაზე ახალგაზრდა, წარმატებული მომსახურების სფეროში. ამ დაჯილდოებას ესწრებოდა უამრავი ქართველი მსახიობი, ექიმი, ნებისმიერი პროფესიის მქონე ადამიანი და მოხარული ვარ იმით, რომ ის ჯილდო და დიპლომი მივიღე, რომელსაც ჰქვია 2022 წლის ყველაზე წარმატებული ახალგაზრდა მომსახურების სფეროში.
ამის პარალელურად, გავრცელდა ვიდეოები, სადაც სტაფილოსფერი საწვიმრით ვარ. ბათუმში წვიმა ალბათ, არავის გიკვირთ. ვიყავი ერთ-ერთი კლუბში, რის არსებობაშიც ძალიან დიდი წვლილი შემიტანია. ამ კლუბის არსებობის პროცესში ჩემი უახლოესი მეგობრები არიან ჩართულები, ასევე, არიან მეპატრონეები.
ბათუმში წვიმა ვისაც არ გიკვირთ, არც ის გაგიკვირდებათ, რომ საწვიმარი გვაცვია და ამის შიგნით შორტი. თუ ამას გინდათ, რომ კაბა დაარქვათ, ერქვას კაბა, რადგან მე არც მაგის მრცხვენია. ეგ არ არის ჩემთვის სირცხვილი, რომ ეგეთი ვიყო, ეს ცხოვრებაა. მე ვინ ვარ და როგორ მიცხოვრია, ყველამ იცის.
ამის პარალელურად, ვრცელდებოდა კიდევ ერთი ფაქტი, სადაც საუბარი იყო, ჩემს არასამთავრობო ორგანიზაციაზე, „საქართველოს ბურჯი“, რომელიც ბათუმში დავაფუძნე და ნებისმიერი ტიპის მოქალაქისთვის ღია იყო. ღია ვიყავით უმცირესობებისთვის, ჩვენ ვმუშაობდით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან და ვაძლევდით შანსს და გასაქანს ახალგაზრდებს, რომ მიეღოთ პოლიტიკური განათლება. აქედან გამომდინარე, სანამ ეცდებით, რომ ჩირქი მომცხოთ, ქალაქს ჰკითხეთ, ქვეყანას ჰკითხეთ, იქნებ ყველაფერი ეგრე არ არის, როგორც თქვენ გინდათ. და თუ თქვენ გინდათ, რომ ასე იყოს, იყოს... მე არაფერს მაკლებს, მავნებს. ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, მე ყველანი მიყვარხართ.“ - თქვა დიმი ლიპარტელიანმა.