„ცოლს თუ არ დაუწექი შვილო, რაში გინდა?“ - რა რეაქცია აქვს ანრი ჯოხაძეს, როდესაც დედა ცოლის მოყვანას უხსენებს

ანრი ჯოხაძე

მომღერალი ანრი ჯოხაძე „ღამის შოუს“ დედასთან, კომპოზიტორ რუსუდან ჩხაიძესთან ერთად სტუმრობდა.

წამყვანის რეპლიკაზე, რომ ანრი ბრაზდება, როდესაც დედა ცოლის მოყვანას უხსენებს ხოლმე, რუსუდან ჩხაიძემ თქვა, რომ აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება.

„არაფერზე არ ბრაზდება. ერთ ყურში შეუშვებს და მეორიდან გამოუშვებს ხოლმე. დილამდე მუშაობს ხოლმე და ცოლს თუ არ დაუწექი შვილო, რაში გინდა. ნებისმიერ დროს რომ მოხვიდეთ, მთელი ღამე ხომ ათენებს, აკეთებს მუსიკას თუ მუშაობს ძველ სიმღერაზე, ამას რომ არ სძინავს, მეც არ მძინავს. მე რა დამაძინებს, როცა ჩემი შვილი მუშაობს“, – თქვა რუსუდან ჩხაიძემ, რაზედაც ანრი ჯოხაძემ ხუმრობით უპასუხა: „დედა, შენს უძილობას მე ნუ დამაბრალებ“.