მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე, ვრცელდება ხვიჩა კვარაცხელიას მიმართვა
1732030440
სატელევიზიო რეიტინგების ლიდერი, სოციალური მედიის ეპოქის ყველაზე წარმატებული შოუ „პრაიმ ჰაუსი“ ყოველკვირეულად ახალ-ახალ რეკორდს ამყარებს. „პრაიმტაიმმა“ მონაწილეების უკეთ გაცნობის მიზნით, გადაწყვიტა, მათთან ბლიც ინტერვიუს ჩაწერა.
ამჯერად, რამდენიმე კითხვით კრისტი აბაკუმოვას მივმართეთ.
→ რაზე ოცნებობდი ბავშვობაში?
ბავშვობაში მინდოდა, რომ ცნობილი ვყოფილიყავი და მგონი ახდა ჩემი ოცნება.
→ რისი ნიჭი გინდა, რომ გქონდეს?
სიმღერის
→ ყველაზე მეტ დროს უთმობ?
ყველაზე მეტ დროს ვუთმობ უაზრო ფიქრებს, ძალიან ბევრს ვფიქრობ უაზროდ.
→ დედაჩემი მომკლავს თუ...
დედაჩემი მომკლავს თუ ჩემი სახელი იქნება შელახული.
→ სად იცხოვრებდი?
სადმე თბილ ქვეყანაში
→ რამ გაგაოცა ბოლოს?
არაფერი მახსენდება...
→ პირველი სამსახური იყო?
სილამაზის სალონი, სადაც ვიყავი ადმინისტრატორი
→ რით ხარ გამორჩეული?
ძალიან ფეთქებადი და ემოციური ვარ, სწორედ ამით ვარ გამორჩეული ბევრისგან.
→ რით ხარ უკმაყოფილო?
უკმაყოფილო ვარ იმით, რომ ჩემს თავს საკმარისად არ ვაფასებ, ვფიქრობ უფრო მეტად უნდა მიყვარდეს ჩემი თავი.
→ რის/ვის გარეშე ვერ იცხოვრებ?
ვერ ვიცხოვრებდი მუსიკის გარეშე.
→ ყველაზე მეტად რისი გრცხვენია?
ზედმეტი ემოციების აყოლის მრცხვენია. (იცინის)
→ სამი სიტყვით დაახასიათე საკუთარი თავი
კეთილი, ერთგული და ცოტა გიჟური
→ ბოლოს რაზე იტირე?
ბოლოს გუშინ ვიტირე... ხალხი არასწორად ხედავს ჩემს გრძნობებს, რის გამოც ჩემს მიმართ დიდ განკითხვას ვგრძნობ, რაც ძალიან მტკენს გულს
→ მომენტი, რომელიც არასდროს დაგავიწყდება
ცუდად ვიყავი, 39 მქონდა სიცხე, ცხოვრება აღარ მიხაროდა და უცებ მირეკავენ „რუსთავი 2-დან“ მეუბნებიან, რომ უნდა მივიდე „პრაიმ ჰაუსის“ ქასთინგზე ეს იყო ჩემთვის წარმოუდგენელი, შოკი მქონდა ბედნიერების.
→ რას ნანობ?
არა, თუმცა არის რაღაცეები რაზეც ვიმუშავებდი საკუთარ თავზე.
→ რას შეცვლიდი შენს ცხოვრებაში?
ძალიან მაკლია მამის სითბო, რასაც შევცვლიდი არის ის, რომ სრულყოფილ და სრულფასოვან ოჯახში ვიცხოვრებდი.
→ ოქროს თევზისთვის ერთი სურვილი იქნებოდა...
„რუსთავი 2-ში“ ვიმუშავებდი წამყვანად
→ სიტყვა ან ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებ არის...
შოკში ვარ...