„ცხარე კამათისას, უცებ ისეთ რამეს იტყვის ხოლმე...“ - თეონა თავართქილაძე ამბობს, რომ მეუღლესთან არ უჩხუბია

რეზი არველაძე თეონა

თეონა თავართქილაძისა და რეზი არველაძის წყვილი თანაცხოვრების 28 წელს ითვლის და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ისინი სკანდალთან ასოცირებულები არასდროს ყოფილან. 

როგორც დიზაინერი ამბობს, მომავალ მეუღლეს ბავშვობიდან იცნობს და ზუსტად არ ახსოვს, როგორ დაიწყო მათი სასიყვარულო ისტორია.

„ახლა არ გაგეცინოთ, მაგრამ არ მახსოვს, რეზი სად და როგორ გავიცანი. ბავშვობიდან ვმეგობრობდით, ეგეც არ მახსოვს, როგორც მეგობარი როგორ გავიცანი. ჩვენს ბავშვობაში ბაკურიანში, ლიკანში ან ბორჯომში რომ მივდიოდით, სულ ყველგან ერთი და იგივე ბავშვები ვიყავით. რეზიკო სულ მახსოვს, გაცნობის დღე - არა. 

ალბათ გასაკვირ რამეს ვამბობ - ყველა ადამიანის ცხოვრებაში არის კრიზისული პერიოდები, როდესაც თანაცხოვრების წლები გაკავშირებს, კრიზისი არ გვქონია. გულწრფელად ვამბობ, არ გვიჩხუბია. ეს ყველაფერი კი 100%-ით რეზიკოს დამსახურებაა. ძალიან კარგი ხასიათი აქვს. იუმორი ძალიან დიდი ნიჭია და ეს უნდა ჰქონდეს შენს გვერდით მყოფ ადამიანს. რომ ვამბობ, არ გვიჩხუბია, კამათი როგორ არ ყოფილა... ცხარე კამათის დროს უცებ ისეთ რამეს იტყვის, რომ შეუძლებელია არ გაგეცინოს. სად გაგიგიათ, გაგეცინება და მერე უკან კამათს დაუბრუნდე. მერე ეს უკვე მოგვარებულ პრობლემად რჩება.“ - ამბობს თეონა თავართქილაძე „სთორიში“.