გარდაიცვალა პირველი არხის თანამშრომელი
1735210931
ცნობილი გინეკოლოგი, ნინო ჩოგოვაძე და ასევე ცნობილი პლასტიკური ქირურგი, ალექსანდრე კალანტაროვი დაქორწინდნენ. ნინო ჩოგოვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში თქვა, რომ ახალი წლის ღამეს, 31 დეკემბერს აშშ-ში, ლას ვეგასში იქორწინეს.
„ძალიან საინტერესო ახალი წელი გავატარეთ მე და საშამ ამერიკაში, საშამ გადაწყვიტა ასე და იყო ძალიან საინტერესო.
ახალი წლის პერიოდი მოგვიწია ლას ვეგასში ყოფნა, საოცარი ფეიერვერკი იყო, იქ მართლა საოცარი ახალი წელია, შადრევნები, ფეიერვერკი. გვეგონა, რომ ჩვენ გვილოცავდნენ.
უნდა გავამხილო ერთი საიდუმლო, გადავწყვიტეთ, რომ გვექორწინა.
ასეთი სიურპრიზი მოაწყო საშამ. სერიოზული პროცედურაა, წინასწარ დაუგეგმია ყველაფერი სიურპრიზად.
მიდიხარ, გადებინებენ ფიცს. ორივემ დავდეთ ფიცი. ქორწილი დანიშნული იყო 31-ის ღამეს, მოგვაკითხა ლიმუზინმა…“ – ამბობს ნინო ჩოგოვაძე
ასევე ნახეთ:
როგორ და ვისთან ერთად აღნიშნა ნიცა თავაძემ იუბილე - ნეაპოლიდან კადრები გავრცელდა