VIDEO: „ეს შიშის დათესვა არ არის, ეს არის მზადყოფნა საგანგებო მდგომარეობისთვის“ - მარინე ძაგნიძე
1794948104
კიდევ ერთი აღიარება საქართველოს სწორი პოლიტიკის - ასე ეხმაურებიან მმართველ გუნდში ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგს სასამართლოს გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. "ქართულ ოცნებაში", ამბობენ რომ მსგავსი შეფასებები ოპოზიციის მხრიდან სასამართლოს დისკრედიტაციის მცდელობას აბსურდულს ხდის.
ევროკავშირის პროგრამა "ჰორიზონტის" პროექტ "ბრიჯ-გეპის" მიერ გამოქვეყნებული რეიტინგის მიხედვით, საქართველომ სასამართლოს გამჭვირვალობაში მაქსიმალური, 10 ქულა დაიმსახურა, სასამართლოს დამოუკიდებლობის შეფასებით კი 10-დან 6 ქულა მიიღო და ევროპის მასშტაბით მე-17 ადგილი დაიკავა.
კვლევის თანახმად, სასამართლოს დამოუკიდებლობის მაჩვენებლით საქართველო ევროკავშირის საშუალო შედეგსაც აღემატება და რეიტინგში დიდი შვიდეულის ერთ, ნატოს, შენგენის ზონისა და ევროკავშირის წევრ 18 სახელმწიფოს უსწრებს. შეფასების კრიტერიუმები ევროპის ქვეყნებში სასამართლო სისტემის გამჭვირვალობისა და დამოუკიდებლობის ხარისხს ზომავს.
პარლამენტის ვიცე სპიკერის, ნინო წილოსანის თქმით, სასამართლოს მიმართ დისკრედიტაციის მცდელობის მიუხედავად, ანგარიშები, რომელსაც, მათ შორის, ევროკავშირი აკეთებს, ყველაზე მეტად აბათილებს ოპოზიციის ცრუ ნარატივს.
"ევროპის ქვეყნებს შორის საუკეთესო ოცეულში ვართ, მათ შორის, ნატოს და დიდი შვიდეულის ქვეყნების რიგ წარმატებულ ქვეყნებსაც ვუსწრებთ. თუმცა მნიშვნელოვანი ის არის, რომ ყველაზე ყბადაღებული და ჩვენი რადიკალებისთვის ყველაზე საყვარელი თემა სასამართლოს "მიკერძოებულობასთან" დაკავშირებით და სასამართლოს მიმართ დისკრედიტაციის მცდელობის მიუხედავად, ეს ანგარიშები, რომელსაც მათ შორის, ევროკავშირი აკეთებს, ყველაზე მეტად აბათილებს ამ მათ ცრუ ნარატივს. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთი აღიარება არის იმ რეფორმების, რომლის შედეგადაც ჩვენ მივიღეთ გაჯანსაღებული სასამართლო სისტემა", - განაცხადა ნინო წილოსანმა.