პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„პრაიმ ჰაუსელთა“ დრამა გრძელდება. აღმოჩნდა, რომ ქუთაისის ერთ-ერთ კლუბში მყოფ ნიკოსთან ერთად მისი ყოფილი მეუღლე, თაია ჭიჭინაძეც იმყოფებოდა. კადრები კლუბის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა, რასაც მონაწილეთა მხარდამჭერების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
მოგვიანებით, ნიკოს ყოფილ მეუღლეს ფეისბუკზე ახსნა-განმარტების გაკეთება დასჭირდა.
„მინდა, გამოვეხმაურო გუშინდელ ინციდენტს - უკვე ძალიან ბევრჯერ ავხსენი, 6 წელი საკმარისი დროა იმისთვის, რომ სამეგობრო და გასართობი ლოკაციები ემთხვეოდეს ადამიანების ერთმანეთს.
1- გუშინ, როცა ლაივი ჩავრთე, ნიკო არ იყო ჩემთან ერთად. 2 - კი, ნიკაც არის ქუთაისში და თქვენი შიშით, ერთი და იგივე ადგილზე ვერ უნდა მოვხვდეთ?! ის თუ მოვა, მე წავიდე თუ მე რომ მოვალ, ის? ხალხო, ჩვენ ადამიანები ვართ და ერთმანეთისთვის არაფერი დაგვიშავებია. და ნუ აკეთებთ მთელი ერი ისე, რომ ერთმანეთის დანახვა არ მოგვინდეს. საზღვარი აქვს ყველაფერს და ამ მძიმე დღეებში, ამხელა ტყუილს რომ წერთ და რაღაც ფოტოებს აფრიალებთ, ნეტავ ვიცოდე, ღმერთის მაინც არ გეშინიათ?“ - წერს თაია ჭიჭინაძე.