ქართველი „კანონიერი ქურდების“ კრება საბერძნეთში დაიგეგმა - სპეცოპერაციის შედეგად 12 პირი დააკავეს
1783025137
როგორც აღმოჩნდა, არგენტინის ნაკრები მხოლოდ ადამიანებს არ უყვართ. კანზას- სიტიში გუნდს კიდევ ერთი, საკმაოდ უჩვეულო „გულშემატკივარი“ ჰყავს. მას სახელად მესი ჰქვია და ის თხა არის.
უცხოური მედიის ცნობით, ცხოველი არგენტინის ნაკრების საწვრთნელი ბაზის მიმდებარე ტერიტორიას ბალახისა და სარეველებისგან ასუფთავებს. ის არგენტინის ფორმაშია გამოწყობილი და დაკისრებულ მოვალეობას თავს არაჩვეულებრივად ართმევს.
მსოფლიო ჩემპიონატის დღეებში „მესი“ ადგილობრივ ვარსკვლავადაც იქცა - მასთან ფოტოს გადასაღებად უამრავი ადამიანი მიდის.