თი მაჭავარიანი ორსულადაა? - ნახეთ, რას ჰპასუხობს გამომწერებს

თი მაჭავარიანი

ინფლუენსერ თი მაჭავარიანის ირგვლივ, რომელმაც იანვარში საყვარელ მამაკაცზე იქორწინა, ინტერესი არ წყდება. გამომწერები ხშირად ინტერესდებიან მისი პირადი ცხოვრებით. ამჯერად აინტერესებთ არის თუ არა თი ორსულად, რაზედაც ინფლუენსერი ჰპასუხობს.

,,არა, ჯერჯერობით არ ვარ ორსულად. უბრალოდ, ცოტათი წონაში ვარ მომატებული. ბავშვი ძალიან გვინდა ორივეს, მაგრამ ჯერ ვფიქრობთ, რომ ამისთვის ცოტათი ადრეა. ძალიან ბევრი რამ გვაქვს იქამდე მოსასწრები, ერთმანეთს უნდა მივხედოთ, მერე იმ ბავშვებს უნდა მივხედოთ, რომლებიც უკვე გვყავს და რასაკვირველია, ორივეს კარიერას. და ამის შემდეგ ბავშვიც აუცილებლად იქნება. მაგრამ ახლა ვთვლი, რომ ცოტათი ადრეა ბავშვისთვის", - ამბობს თი მაჭავარიანი ინსტაგრამ სთორიში.