„სოფი ლორენი გავიცანი...“ - რას ამბობს მარიამ შარმანაშვილი

loreni sharmanasvili

უკვე რამდენიმე თვეა, რაც მარიამ შარმანაშვილისა და სოფი ლორენის ვაჟის, კარლო პონტის  შესახებ მედია აქტიურად წერს. ახალგაზრდა ქალი სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და ბოლო დროს, ყველა მნიშვნელოვან მოვლენას გამომწერებს უზიარებს.

ამჯერად, მარიამმა ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს უპასუხა, ერთ-ერთი მათგანი, რა თქმა უნდა იტალიელ თეატრისა და კინოს მსახიობს, ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოს - ოსკარის მფლობელს, საყოველთაოდ აღიარებულ სოფი ლორენს შეეხება. შარმანაშვილმა საყვარელი მამაკაცის დედა უკვე გაიცნო.

სოფი ლორენი გავიცანი, ძალიან სასიამოვნო შეხვედრა გვქონდა...

ერთ დღეს, ფოტო ავტვირთე Instagram-ზე, რომელიც კარლომ ნახა და მომწერა კომპლიმენტი „ბელისიმა“. რადგან იტალიური არ ვიცოდი, პასუხი „გუგლ თრანსლეითით“ დავუბრუნე. აი, ასე დაიწყო ჩვენი სიყვარულის ამბავი. პირველად აეროპორტში შევხვდით ერთმანეთს, თბილისში რომ ჩამოვიდა...

თავიდან ცოტა არ დავუჯერე, მაგრამ მერე რომ დავრწმუნდი, რომ კარლო ნამდვილად კარლო იყო, სასიამოვნო განცდა იყო. მაგრამ ჩვენი კომუნიკაციის ამ ფორმით განვითარებას მაინც ნამდვილად არ ველოდი.“ - წერს მარიამ შარმანაშვილი.