სნუპ დოგი SKIMS-ის ახალი კამპანიის სახეა

skims

51 წლის ლეგენდარული რეპერი სნუპ დოგი კიმ კარდაშიანის საცვლების ბრენდის SKIMS-ის უახლესი კამპანიის სახეა. მასთან ერთად კამპანიაში მისი ოჯახი – მეუღლე, შვილები და შვილიშვილებიც არიან. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს. 

„მიხარია, რომ ჩემი ოჯახის სამი თაობა გაერთიანდა საშობაო კამპანიისთვის. ეს პირველად ხდება, ამასთან ყველას მოგვწონს კომფორტული სამოსი. შობას ყველა ერთნაირ SKIMS-ში შევხვდებით.“ აღნიშნა სნუპ დოგმა გავრცელებულ განცხადებაში.