სკანდალური ისტორიებით ცნობილი „მის თურქეთი“, მალე რუსთავი2-ის ეთერში გამოჩნდება (ფოტოები)

amine gulshe

რუსთავი 2-ზე ყველაზე რეიტინგული სერიალი იწყება. „არასოდეს დავნებდები“ 7 თებერვლიდან, ყოველ დღე, 15:50 საათზე გავა ეთერში.

ყველაზე რეიტნგული თურქული სერიალის მთავარი გმირები თურქეთის ტელენოველების ვარსკვლავი თოლგაჰან საიშმანი და მის თურქეთი, უმშვენიერესი ამინე გულშე იქნებიან.

თურქი მსახიობი და მოდელი ამინე გიულშე დაიბადა 1993 წლის 30 აპრილს შვედეთის ქალაქ გოტებორგში.
გოგონას მამა წარმოშობით ერაყელია. ის არის მასწავლებელი ბადროს სტყორცნაში. ჰყავს ძმა.


ამინე მშობლიურ ქალაქში გაიზარდა და დაამთავრა საშუალო სკოლა. ამინე მსახიობობაზე ბავშობიდანვე ოცნებობდა. 2013 წელს ამინე გადავიდა თურქეთის ქალაქ იზმირში. 2014 წელს ამინე ხდება გამარჯვებული სილამაზის კონკურსში „მის თურქეთი 2014“.

იმავე წეელს, მოდელს მთავარი როლის შესრულება შესთავაზეს - სერიალში "ცხოვრების გზები", (რაზეც დათანხმდა), სადაც მისი პარტნიორი თოლგაჰან საიშმანი იყო.

პრესაში ძალიან ხშირად იბეჭდებოდა უმშვენიერესი მოდელისა და მსახიობის შესახებ ჭორები. მისი სილამაზის გამო, მსახიობს მრავალ პარტნიორ ვარსკვლავთან რომანი მიაწერეს, მათ შორის მოხვდა სერჰათ თეომანიც.

ამინე გულშეს არ უყვარს პირად ცხოვრებაზე საუბარი.  ამჟამად მსახიობი კლუბ ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველის მესით იოზილის მეუღლეა. წყვილს ერთი შვილი ჰყავს.

მსახიობს ძალიან მოსწონს ბერგიუზალ ქორელის სამსახიობი ოსტატობა, ასევე ბუგრი გიულსოი და ქივანჩ თათლითუგი.

ბევრი ამბობს, რომ ის ძალიან ჰგავს ირინა შეიკსა და ადრიანა ლიმას. მსახიობი ყველაზე საყვარელი ჰობია სურათების გადაღება. მომავლისთვის იგი მტკიცე და ერთგული ოჯახის შექმნაზე ფიქრობს და სურს ჰყავდეს ბევრი შვილი.