ცვლილებები, რომლებიც მაისიდან ამოქმედდება - ვის დაეკისრება ფულადი სანქციები
1745781273
მომღერალმა ქეთი თოფურიამ ქორწინების შესახებ Fashion People Awards 2025-ზე ისაუბრა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.
მომღერლის თქმით, ბევრი მეუღლეებს შორის ხელშეკრულების დადებას უნდობლობად აღიქვამს.
„სხვადასხვა ქვეყნებისთვის ეს მიდგომა განსხვავებულია. რუსეთისთვის, როცა საქორწინო კონტრაქტზე ვიწყებთ საუბარს, ჩნდება განცდა, თითქოს მაშინვე არ გენდობი, თითქოს ელოდება, რომ მაშინვე რაღაც ცუდს მოხდება“, - ამბობს თოფურია.
თავად მომღერალი ამბობს, რომ მას საქორწინო კონტაქტი არ გაუფორმებია.
ქეთა თოფურია დაქორწინებულია მილიონერ ბიზნესმენ ლევ ძენგოვზე, მათ ორი საერთო შვილი ჰყავთ. მომღერალი პირველი ქორწინებიდან უფროს ქალიშვილს, ოლივიასაც ზრდის.