შვედმა მუსიკოსმა რვაფეხა იყიდა და პიანინოზე დაკვრა ასწავლა

რვაფეხა

შვედმა მუსიკოსმა და ბლოგერმა, მათიას კრანცმა, რვაფეხას ექვს თვეში პიანინოზე დაკვრა ასწავლა და სოციალურ ქსელებში მასთან ერთად შესრულებულ დუეტებს აქვეყნებს. ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს.

გაზეთის ცნობით, ბლოგერმა რვაფეხა მარტში შეიძინა და​ ტაკოიაკი დაარქვა, შემდეგ კი დაახლოებით 400 ლიტრის მოცულობის აკვარიუმში შეასახლა, სადაც ყველა საჭირო აქსესუარი დაუმონტაჟა. თავდაპირველად მუსიკოსმა რვაფეხას ნდობა მოიპოვა, მერე კი სასუსნავის დახმარებით პიანინოზე დაკვრა ასწავლა.

თავიდან მათ არაფერი გამოსდიოდათ, რადგან ტაკოიაკის საცეცები ჩვეულებრივი კლავიშებისთვის მოურგებელი აღმოჩნდა, ამიტომ კრანცმა 3D-პრინტერ სპეციალური კლავიშები დაბეჭდა ბერკეტებით, რომლებსაც რვაფეხა ადვილად ეჭიდება და ქაჩავს. მან ასევე აკვარიუმში დინამიკი დაამატა, რათა ტაკოიაკის ვიბრაციები ეგრძნო. პირველი დუეტი ადამიანმა და რვაფეხამ 6 თვის შემდეგ ჩაწერეს. ნახევარი წლის შემდეგ ტაკოიაკიმ დაკვრა დაიწყო და მათიასმა მასთან ერთად დუეტი ჩაწერა.

​ტაკოიაკის მიღწევები მეცნიერებმაც შეაფასეს. მათი აზრით, რვაფეხას არ ესმის, რომ მუსიკას ქმნის - ის უბრალოდ საჭირო მოქმედებებს ასრულებს საკვების მისაღებად.