შვებულებიდან დაბრუნებულმა ავსტრიელმა ქალმა ჩემოდანში 18 მორიელი იპოვა

მორიელი

ავსტრიელმა ქალმა, რომელიც შვებულების შემდეგ სახლში დაბრუნდა, სამოგზაურო ჩემოდანში მორიელების ოჯახი აღმოაჩინა. ქალის თქმით, ხორვატიაში, ადრიატიკის სანაპიროზე, ისვენებდა და როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ავსტრიაში დაბრუნების პერიოდში მორიელები მის ჩემოდანში ცხოვრობდნენ. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ქალმა ჯამში 18 მორიელი იპოვა, რომელთაგან ერთი დედა და დანარჩენი ახალდაბადებული მორიელები იყვნენ. მან ამის შესახებ შესაბამის სამსახურებს აცნობა და მორიელები გადასცა, მანამდე კი სოციალურ ქსელში პოსტიც გამოაქვეყნა.