1732386875
,,შესაძლებელია, საქართველოში აღმოჩნდეს!" - რა იწინასწარმეტყველა ლელა კაკულიამ
ორიოდ დღის წინ საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსმა გიორგი ტატიშვილმა გადაცემა „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, რომ ქვეყანაში 16 მილიარდი კუბომეტრი ბუნებრივი აირის საბადოს არსებობა დადასტურდა. ტატიშვილის თქმით, ეს რაოდენობა ქვეყანას რვა წლის განმავლობაში სრულად დააკმაყოფილებს გაზით.
ამასთან დაკავშირებით, ლელა კაკულიას იმ წინასწარმეტყველებების ნაწილის გთავაზობთ, რომლებიც საქართველოში გაზის, ნავთობის, ოქროსა და სხვა წიაღისეულის არსებობას ეხება.
1998 წელი, 5 იანვარი
საქართველოს შავიზღვისპირეთი ოქროს საბადოს ტოლია იმით, რაც იქ არის. ინსტიტუტებს დააარსებენ, იაპონია ენერგიულად ჩაერევა გამოკვლევებში და მოძიებაში. ვხედავ ქიმიურ ელემენტებს: H2S, S2O, H2O, J, H, S, CL.
1998 წელი, 18 დეკემბერი
და მთავარი: კასპიის ზღვა – ნავთს ვერ ვხედავ, აზერბაიჯანს ძალიან გაუჭირდება. შავი ზღვა კი მდიდარია საბადოებით და ნავთობით. აი ნახავთ! საქართველოში ნავთობია ასი პროცენტით.
1999 წელი, 9 ნოემბერი
ინგლისი ძალიან დაინტერესდება საქართველოს წყლებით. ეს წყლები – სამკურნალო, გოგირდის წყლები – ძალიან საინტერესოა ყველასათვის. ჯერ ვერ აცნობიერებენ, რომ საქართველოს ბუნებრივი წყლები უძვირფასესი სამკურნალო ნივთიერებითაა სავსე და როცა დაიწყება ნამდვილი გამოკვლევა, მსოფლიო გაოცდება.
ააშენებენ ბალნეოლოგიური კურორტის მსგავს დიდ ლამაზ შენობებს, სამკურნალო ცურვისა და მასაჟის ცენტრს, ყოველგვარი წამლით მკურნალობის გარეშე, რასაც უდიდესი და საოცარი ეფექტები იქნება. ასეთ აუზებში იბანავებენ და იმკურნალებენ დედოფლები, მაგალითად, ინგლისის დედოფალი, მსოფლიო ელიტა.
ჩვენი გოგირდის წყლისნაირი მსოფლიოში სხვაგანაც არის? არა, ბატონებო, არსადაც არ არის. ამ სითხეს გასაოცარი სამკურნალო თვისებები აქვს; ვიმეორებ, გასაოცარი!!! ამას პლუს მიწა, ტალახები, რომლებიც ასევე საოცარი მკურნალია. არადა თითქმის მთელ საქართველოში, ყველა კუთხეში მოედინება ეს წყლები. საქართველო პატარაა, მაგრამ ძალიან მდიდარი. ასე ვხედავ მომავალში.
2008 წლის 12 აპრილი
თხუთმეტი წლის წინ ვიწინასწარმეტყველე, რაოდენ დიდია საქართველოს სიმდიდრე — ოქრო, ნავთობი, გაზი, გოგირდი... თავად საქართველოს ადგილმდებარეობაც დიდი სიმდიდრეა.
2008 წელი, 11 მაისი
პატარა საქართველო ძალიან მდიდარი ქვეყანაა. ეს მომავალში მალე გამოჩნდება. ჩვენ საკუთარი გაზიც გვაქვს და ნავთობიც, წყლებიც და ოქროც და სხვ. ეს ჯერ კიდევ 1992-1994 წლებში დავინახე და ვიწინასწარმეტყველე.
2012 წელი, 21 მარტი
თურქმენეთთან დაკავშირებით წარსულში ვიწინასწარმეტყველე, რომ მათ მიწაში გაზს ვეღარ ვხედავდი და აღვნიშნე, რომ საცავებში უფრო მეტი გაზი აქვთ დაგროვილი, ვიდრე მიწაშია. ეს აუცილებლად მოხდება.
ვხედავ, რომ ეს რყევები, მიწისძვრები, ბუნებრივ წიაღისეულს ადგილს უცვლის და ყოვლად შესაძლებელია, ეს თურქმენული გაზი საქართველოში აღმოჩნდეს!
ასეთი ცვლილებები დედამიწაზე ძალიან ბევრს ადგილას მოხდება. ამიტომ რუსეთიც ფრთხილად უნდა იყოს, რომ ამ რყევებმა სულ სხვა მიმართულება არ მისცეს მათ ნავთობს. ეს ძალიან საინტერესო ხედვაა, რომელიც აუცილებლად ასრულდება.
2016 წელი, 6 თებერვალი
ის ინფორმაციები, რომლებიც ახლა ტრიალებს ენერგორესურსებთან დაკავშირებით საქართველოში — განსაკუთრებით, გაზთან — 90–იან წლებში მაქვს ნაწინასწარმეტყველებები, წიგნებსა და გაზეთებში დაფიქსირებული.
და დღესაც ასე ვხედავ, რომ: საქართველოში გაზი ნამდვილად არის, ასევე ნავთობიც, ოქროც — დიდი რაოდენობით. შავ ზღვაში არსებობს ნივთიერებები, რომლებიც საქართველოს მნიშვნელოვან პარტნიორად აქცევს ამერიკისთვისაც და სხვა ქვეყნებისთვისაც.
ერთი პერიოდი თითქოს ამაზე ლაპარაკი შეწყდება. ეს იმიტომ რომ გამოკვლევებს ჩაატარებენ მაღალი დონის პროფესიონალები. კოსმოსი მაშინ გაამჟღავნებს ყოველივეს, როცა საჭირო დრო დადგება, რათა საქართველო რუსეთის სამიზნედ არ იქცეს.
რა თქმა უნდა, ეს ენერგორესურსები საქართველოსთვის დაცვითი ფარია და მომავალში არც ამერიკას და არც ევროკავშირს კითხვები აღარ ექნებათ საქართველოს მიმართ. აი რატომ ხდება საქართველო ნეიტრალური ქვეყანა...“