„შემოგლიჯა კარი...“ - დაპირისპირება სალომე უშხვანსა და ანი ყიფშიძეს შორის

ანი

სალომე უშხვანსა და ანი ყიფშიძეს შორის ურთიერთობა დაიძაბა.

სალომე უკმაყოფილოა და ამბობს, რომ ანი თავის აზრს მონაწილეების მიმართ მკაფიოდ არ აფიქსირებს.

„მე არ მითქვამს, რომ ანი ყიფშიძე ცუდი ბოსი იყო. ნამდვილად კარგად გაართვა თავი რაღაც რაღაცეებს. მაგრამ, იყო რაღაც ნიუანსები, რასაც მე სხვანაირად ვიზამდი. მე არ ვიყავი იდეალური ბოსი მესამე სეზონში, რაღაც რაღაცეები მეც გამექცა. რომ გეუბნები, რომ ამაში კარგი ხარ და ამაში გეუბნები რა არ მომწონს ხომ შეიძლება მიმღებლობა გქონდეს...

სალომეს ვეუბნები იმ დღეს, ანის დამოკიდებულება აზრის დაფიქსირებასთან დაკავშირებით დამაკმაყოფილებელია მეთქი? ეტყობა უთხრეს გარედან, მიდი შენზე საუბრობენო, გეგონება პირში არ მქონდა ნათქვამი. შემოგლიჯა ეს კარი, მეთქი რა ხდება, ჯერ ოთახში შედიხარ მინიმუმ დააკაკუნე, რა ზრდილობა მაინც იქონია. ამ კარების შენგრევით რის მანიფესტაციას ცდილობს ვერ ვხვდები...“, - ამბობს სალომე უშხვანი.