1728312638
„შემასხა ღვინო“, - „პრაიმ ჰაუსში“ვითარება უკიდურესად დაიძაბა
„პრაიმ ჰაუსში“ მონაწილეებს შორის ვითარება კვლავ დაიძაბა, ერთ-ერთი შეკამათების დროს გოგამ გიორგის ღვინო სახეში შეასხა.
მომხდარის გამო პროექტის მონაწილეებმა შეშფოთება გამოთქვეს და გოგას საქციელი გააკრიტიკეს.
როგორც თავად გიორგიმ განაცხადა, ის მაქსიმალურად ეცადა, რომ პროვოკაციას არ აჰყვა.
„გოგას სახე ყველამ დაინახა, შემასხა ღვინო, სცადა გამოწევა, უნდოდა მეც ხელით შევხებოდი, მაქსიმალურად ვცადე არ ავყოლოდი და არ წამოვგებოდი ბანძ პროვოკაციას“, - ამბობს გიორგი.
პროექტის გადაწყვეტილებით, საქციელის გამო გოგოა ერთი დღით სახლში გაუშვა.