დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
„პრაიმ ჰაუსის“ კვირის ერთ-ერთი აუტსაიდერი გურამი გახდა, რომელიც საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე მონაწილეების მორიგ გადაწყვეტილებას აფასებს.
„რატომ არ მასვენებთ, დავიღალე და ხალხისაც მეუხერხულება უკვე, ყოველ კვირა რომ დრო, ენერგია და ზარები ვთხოვო - ჩემს გადასარჩენად, აი რა ვქნა.
აქვე, ორიოდე ფაქტი:
- "იმნაირ" ჩელენჯზე მე და დეამ უარი ვთქვით, დამატებითი ლაიქის უფლება დავიკიდეთ და კაი კომპლექსა და ღრუზინაც გვეძახეს, მირჩევნია გოიმი ვიყო, ვიდრე საოხრე დავიდოთ თავზე, ოჯახიც გაგვიჭაღარავდებოდა და სამსახურებშიც უხერხულია.
- უსამართლოდ ვზივარ ჩემი აზრით, დიახ! ნოდო როცა დავსვი - თავად მთხოვა მაშინ, დაჯდომა მინდაო, თან არც ვიცნობდი წესიერად, ახლა იმენნა სულ სხვა სიტუაცია იყო, თან წინა კვირას ვიჯექი, აი, არ ვიცი...
- შაბათზე ვღელავ, ლენუკა ძლიერია, თან ვმეგობრობ, თან გოგაც მაინც ძლიერია, მეტრეველის ხალხიც მასზე გადაერთო.
მოკლედ, სტრესულია, ძალიან.
იმედია, ყველაფერი კარგად იქნება! მადლობა და ბოდიში, რომ ამდენჯერ გვიწევს ჩემი გადარჩენა, მაგრამ არაა ჩემი ბრალი“, - წერს გურამი.