„საზოგადოებამ დაინახა სიმართლე... დაინახეს, რომ მე მარტო სიმართლისთვის ვიბრძვი“ - ლუკა შაფაქიძე

ლუკა

„პრაიმჰაუსის“ ხმის ლიდერი ლუკა შაფაქიძე გახდა. „პრაიმტაიმი“ გთავაზობთ მის პირველ კომენტარს.

„ენა გადავყლაპე (იცინის) შოკში ვარ. არ მჯერა იმიტომ, რომ მონაწილეების საღადაო თემაც იყო ის, რომ მიუხედავად ჩემი აქტიურობისა, ყველგან ვჩანვარ, ჩემს პოზიციებს ყველგან ვაფიქსირებ, ვერ ვხდებოდი ხმის ლიდერი, ვერ ვხდებოდი ის ადამიანი, რომელსაც ასი ათასობით ხმები შესდის და უცბად ხდება რა... საზოგადოებამ დაინახა სიმართლე, დაინახეს, რომ მე მარტო სიმართლისთვის ვიბრძვი და ამით ვარ ძალიან ბედნიერი. ადამიანებისთვის სტანდარტული ტიპაჟი არ ვარ, მაგრამ დაინახეს ის, რომ ყველანაირი ადამიანი შეიძლება იყოს მართალი და თამაშობდეს სწორად. 

არ ველოდი, რომ ხმის ლიდერი გავხდებოდი. ლაივებზე სულ დაბალი ხმები შემომდიოდა, იმის მიუხედავად, რომ ჩემი გულშემატკივრები ყველაფერს აკეთებდნენ, რატომღაც ვერ ვიღებდი ბევრ ხმას. შოკი მივიღე“