1728420497
„საქართველო, მოვდივარ“ - მირანდა შელია
მოსკოვში მცხოვრები ქართველი მოდელი და ბლოგერი მირანდა (მიმი) შელია საქართველოში ჩამოდის. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
„საქართველო, მოვდივარ“, - ვკითხულობთ ბლოგერის ინგლისურენოვან პოსტში.
32 წლის მირანდა ცოტა ხნის წინ დედა გახდა. მან შვილს ლუკა დაარქვა.
ხშირად, რუსული მედია მისი პირადი ცხოვრებითაც ინტერესდება. მათი ცნობით, მირანდა ცნობილ მეუღლეს დაშორდა. ამაზე მოწმობს სოცქსელებში აქტივობა, წყვილის საერთო ფოტოებს თითქმის ვერ ნახავთ, რაც მანამდე არ ხდებოდა.
ცნობილია, რომ დაახლოებით, 2 წლის წინ, ქართველი მოდელი რუსი მილიარდერის შვილიშვილზე და სკანდალებით ცნობილ ბლოგერზე გათხოვდა.
მოსკოვში მცხოვრები ქართველი მოდელი და ბლოგერი მირანდა (მიმი) შელია დაქორწინდა. მისი რჩეული მილიარდერ იგორ ნეკლიუდოვის შვილიშვილი, სკანდალური ბლოგერი გრიგორი მამურინია.
მამურინი ცნობილი 2015 წელს გახდა, როდესაც მან ბლოგერობა გადაწყვიტა. ხაბაროვსკის ოლიგარქის შვილიშვილი საკუთარ ვიდეოებში ხალხს სთხოვდა, რომ ფულის სანაცვლოდ ამორალური შინაარსის ვიდეოები გადაეღოთ, მაგალითად, საზოგადოებრივ ადგილზე გაშიშვლება ან ჭიქა შარდის დალევა. ამან ინტერნეტსივრცეში დიდი სკანდალი გამოიწვია, შედეგად, მამურინმა აღნიშნული საქმიანობა შეწყვიტა.
წყვილის შესახებ ქორწინებამდე თითქმის არაფერი იყო ცნობილი.
მამურინამდე შელია ფეხბურთელ ფედორ სმოლოვს და მომღერალ ვლადისლავ რამს ხვდებოდა. აღსანიშნავია, რომ მიმი შელიას ყოფილი ქმარი ფეხბურთელი გიორგი ჭანტურიაა.