პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სპორტსმენი ალინა კაბაევა, რომელსაც პუტინთან რომანს მიაწერენ, შესაძლოა, ევროკავშირის მიერ რუსეთის მოქალაქეებისთვის დაწესებულ სანქციების მეექვსე პაკეტის სიაში მოხვდეს, ამის შესახებ CNN წერს.
გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილება, ჯერჯერობით, მიღებული არაა, თუმცა, გამორიცხული არაა, რომ ალინა კაბაევა სანქცირებულ ადამიანებს შორის, ამჯერად, ნამდვილად მოხვდეს.
Wall Street Journal-მა აპრილში გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ს ოფიციალური პირები მსჯელობდნენ, დაეწესებინათ თუ არა სანქციები კაბაევას მიმართ, თუმცა, მაშინ მასზე სანქციები არ განხორციელდა, რადგან, გავრცელებული ინფორმაციით, მიიჩნიეს, რომ ეს ნაბიჯი რუსეთსა და აშშ-ს შორის ისედაც დაძაბულ ურთიერთობას კიდევ უფრო გაამწვავებდა.
ჭორები კაბაევასა და პუტინს შორის რომანის შესახებ 2008 წლიდან ვრცელდება, მეტიც, ამბობენ, რომ რუსეთის პრეზიდენტს კაბაევისგან სამი შვილი ჰყავს.