ალექსანდრე მიქელაძის დედა მიმართვას ავრცელებს
1753213269
მოდელი და ინფლუენსერი ნეკა დოროყაშვილი საკუთარი სულიერი მდგომარეობის შესახებ პოსტს აქვეყნებს.
„ეს ტანი ჩემია, ეს გოგო ჩემია. ეს ცხოვრება ჩემია, მე მე ვარ ახლა ყველაზე იღბლიანი და ბედნიერი. დიახ, დიახ, რაც ჩემია, ჩემია. მე შევძელი, დავაბრუნე ჩემი ნამდვილი მდგომარეობა.
სამი ადამიანი დამეხმარა, ახლა მე ვარ ნამდვილი მე. მადლობა, ისინი იყვნენ ჩემი მასწავლებლები ჯოჯოხეთიდან! მათ მითხრეს, უკვე გავლილი გაქვს ჯოჯოხეთი, შენ აღარ გეკუთვნის ამის გავლა ხელმეორედო. ახლა სამოთხეში უნდა იცხოვრო, შენი ცრემლებით აივსო შენი ტბა. ახლა შეგიძლია იცინო. გამოგაგდეს ტყვეობიდან საშინელი ტანჯვიდან. ჩემი გარდასახვის მეც არ მჯეროდა, სიმართლე გითხრათ, სანამ არ გადავშალე ჩემი ბავშვობის ალბომი... მათ დააბრუნეს ნამდვილი გოგონა, რომელიც სულ მე ვიყავი.
და ეს მეც არ ვიცი, როგორ მოხდა ეს. მხოლოდ ფილმებში მინახავს. ზღაპრული მდგომარეობა როდესაც ამქვეყნიური არაფერი და ყოველდღიური წუთებით მედიტირებ და ტკბები. როდესაც არ გეკარება ბოროტება და ბოროტი ხმები, უბრალოდ ისხლეტ ტყვიებს და მათი გადაქცევა შეგიძლია ფოიერვერკად.“ - წერს ნეკა დოროყაშვილი.
ასევე ნახეთ:
⇒ როგორ გამოიყურებოდა ნეკა დოროყაშვილი წლების წინ - ნახეთ ფოტოები
⇒ გიორგი პაპუნაშვილს ფოიერვერკი ხელში აუფეთქდა
⇒ VIDEO: „ესეც ჩემი სიმართლე, ესეც კრისტის...“ - რა კადრებს აქვეყნებს მერიემ გოგაშვილი