,,სამ ცოლს მეგობრულად დავშორდი და არ მახსოვს, ასე ქალი გადამმტერებოდეს..." - დიმი მერიემზე

დიმი მერიემი

,,სამ ცოლს მეგობრულად დავშორდი და ასე ქალი გადამმტერებოდეს, არ მახსოვს", - ეს კომენტარი დიმიმ მას შემდეგ გააკეთა, რაც ,,პრაიმ ჰაუსში" აუტსაიდერების დასახელებისას, მერიემმა მას არ მოწონების ნიშანი დაუწერა. 

მერიემი ამბობს, რომ გადაწყვეტილება დიმის საქციელმა მიაღებინა.

,,მე ჩემი დისლაიქით გამოვხატე ყველა წყენა, რაც მთელი კვირის განმავლობაში დამიგროვდა", - ამბობს მერიემი.