დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
„პრაიმ ჰაუსის“ მესამე სეზონის მონაწილე, სალომე უშხვანი მეოთხე სეზონის მონაწილეებს მიმართავს და სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.
„ჩემზე უკეთ ვინ გაიგებს იმ ემოციას, რასაც ახლა თითოეული მონაწილე გრძნობს. ყველაზე მეტად, ყველაზე უფრო ამაღელვებლად „პრაიმ ჰაუსში“ გატარებული პირველი კვირა მახსენდება. ჯერ ისევ საუკეთესოს მოლოდინით სავსე რომ ხარ, როცა ხვდები, რა კარგად აკონტროლებ თავს და ყოველდღიურად ამის ხიბლში შედიხარ. თითქოს, ამდენ უცნობში ამოირჩევ 1,2-ს და ბედნიერდები. რა მაგარია, რომ აქ მარტო არ ხარ და ვიღაც გამხნევებს, მხარზე ხელს გადებს და გაძლიერებს, როცა ეს ასე გჭირდება.
შიგნით ისედაც დაძაბული ფონი, ხშირად ხდება ცრემლის მიზეზი. და წარმოიდგინეთ სიტუაცია როდესაც შიგნით არსებულ სიმძიმეს, ემატება გარედან წინასწარ დადგმული ინტრიგები, ტყუილები, თვალთმაქცობა.... ყველაფერი ის, რისგანაც შენ ასე შორს ხარ...
ყველაფერ ამას ემატება, შენი სახელის ყოველდღიურ რეჟიმში გარეთ ხსენება. პროექტში კი მუდმივად გიწევს იმის მტკიცება, რომ მატყუარა არ ხარ. კარგავ თავს, იკარგები შენს სიმართლეში და უბრალოდ გინდა მიჰყვე დინებას.
განა სავსე ხარ ? რა თქმა უნდა არა, დაცლილი მიჰყვები დინებას.
და ის აღფრთოვანებით სავსე პირველი კვირა იქცევა მირაჟად... აღარც კი გახსოვს, იყო თუ არა ის აღტაცება.
იქნებ ამიტომ, დუმილი საუკეთესო არჩევანია, რათა სხვამ არ გამოსცადოს იგივე, რაზეც მე ასე მეტკინა...
ამტკიცებდე მაყურებლისთვის და ამტკიცებდე კონკრეტული პიროვნებებისთვის, ამ ორმაგ სირთულეს მე თვეების განმავლობაში ვიყავი შეჭიდებული. ამის შედეგებს კი ახლაც ვიმკი... ამიტომ, მე დუმილს ვირჩევ...
ჩემი დუმილი ილაპარაკებს ქალურ სოლიდარობაზე... ჩემი დუმილი ისაუბრებს ჩემს სიმართლეზე... სათქმელი ვერ აჯობებს იმის სურვილს, რომ ყველა მონაწილე ვინც ახლა ამ ემოციურ ეიფორიაშია, გარედან ჩემი სიმართლის მტკიცებით არ გადავღალო...
გადაერთეთ თამაშზე. არ დაუშვათ ის შეცდომები, რაც მე დავუშვი... არაფერი ამტკიცოთ, წინ იყურეთ, ფინალისკენ იყურეთ...“, - წერს რეალითი შოუს ყოფილი მონაწილე.
ასევე ნახეთ:
VIDEO: „მიშველეთ, მშია...“ - თაია ჭიჭინაძე სალომე კალანდაძემ უმ ვეგანურ კვებაზე გადაიყვანა