სახლი მაჩუქა, რემონტითა და ავეჯით და მე სამი წყვილი წინდა ვაჩუქე - კესარია აბრამიძე

კესარია აბრამიძე

მოაქვს თუ არა ფულს ბედნიერება – ამ საკითხზე საკუთარ გამოცდილებას კესარია აბრამიძე „თბილისელებს“ უზიარებს. 

კესარია აბრამიძე: ფულის მიმართ ცუდად განწყობილი ვინ არის, მაგრამ ადრე უფრო გიჟურ სიყვარულს ვგრძნობდი მისადმი. როცა გავიზარდე და ბევრი რამ გავიარე, მივხვდი, რომ მხოლოდ ფული არ არის მნიშვნელოვანი და მხოლოდ ფულში არ არის ბედნიერება. ყოფილა პერიოდები, როცა ძალიან ბევრი ფული მქონია, ძალიან მდიდარი ტიპი ყოფილა ჩემს ცხოვრებაში, ყველა სურვილს მისრულებდა, მაგრამ მხოლოდ ამას არ მოუტანია ბედნიერება. ამიტომ მგონია, რომ მხოლოდ ფულზე ორიენტირებულ ადამიანებს ცხოვრებაში რაღაცები ჯერ კიდევ არ უნახავთ. შეიძლება, ნაკლები ფული გქონდეს, მაგრამ ბედნიერი იყო. შეიძლება, ტიპი მილიარდერი არ იყოს, მაგრამ შემდგარი, ჭკვიანი, გაწონასწორებული და მშრომელი იყოს და ფული ერთადაც შეგიძლიათ იშოვოთ. საერთოდ, ფულის შოვნა არც ისე რთულია.

– ყველაზე ძვირად ღირებული საჩუქარი რა მიგიღია?

– დღეს და გუშინ არა, მაგრამ ორჯერ მაჩუქეს მანქანა, მაჩუქეს სამი სახლი, მაგრამ ერთად არა. პირველად 2018-ში მაჩუქეს, მერე სამი წლის წინ, ბოლოს – შარშან. ძვირად ღირებული ქურქები, სამკაულები, ყვავილებს არც ჩავთვლით, გამარჯობასავით არის მათი რაოდენობა. თუმცა, მხოლოდ ამაში არ არის ბედნიერება. ტიპი, რომელმაც სახლი მაჩუქა, არ არის ჩემი ცხოვრების მთავარი ადამიანი იმის გამო, რომ სახლი მაჩუქა.

– ასეთი საჩუქრების შემდეგ მათ წინაშე ვალდებულების გრძნობა გიჩნდება?

– არანაირი ვალდებულება. სახლი რომ უჩუქებიათ, მითქვამს, რომ მე სასახლეს ვიმსახურებდი. მე ასეთი შეხედულება მაქვს. მადლობას, რა თქმა უნდა, ვიხდი. პირველად რომ მაჩუქეს, მაშინ მე საკუთარი სახლი საერთოდ არ მქონდა, ნაქირავებში ვცხოვრობდი, მაგრამ ის უფრო ბედნიერი იყო იმით, რომ სახლი მაჩუქა. მითხრა, გთხოვ, ამ სახლში იცხოვრე, მინდა, სულ მე გახსენდებოდეო. ეს იყო სახლი თავისი რემონტითა და ავეჯით. მე სამი წყვილი წინდა ვაჩუქე. შემდეგ სახლში ყველაფერი მე თვითონ გავაკეთე, თუმცა, ეს სახლები სხვადასხვა ადამიანმა მაჩუქა.

– შენი საჩუქრები ბიზნესდაბანდებაა.

– გააჩნია, ვინ როგორ შეხედავს ამას, რიგითი თაყვანისმცემლისგან არ მიმიღია ეს საჩუქარი. ვინც პირველი სახლი მაჩუქა, პირველი ადამიანი იყო, რომელთანაც რამდენიმეწლიანი თანაცხოვრება მაკავშირებდა.

ასევე ნახეთ:

პრობლემებს რომ თავი აარიდოთ, დააკვირდით ადამიანის დაბადების დროსა და სტიქიას

როგორ უნდა მოიზიდოთ მარტივად გამდიდრების ენერგია

როგორ შეიცვლება ორგანიზმი, თუ ყოველდღე შეჭამთ შვრიის ფაფას- დიეტოლოგის რჩევა

უშვილოთა შემწე ორსული ღვთისმშობელი - სასწაულები, რომელიც დირბის ღვთისმშობელს უკავშირდება