პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ფულის მოზიდვის უამრავი საშუალება არსებობს, იქნება ეს თილისმები, ოთახის მცენარეები, ფენ-შუის პრინციპით შერჩეული სახლის დიზაინი, ბუნებრივი ქვები და ასე შემდეგ. თუ ფულისა და მატერიალური კეთილდღეობის მოზიდვა გინდათ, არასდროს დაიჩივლოთ უფულობასა და გაჭირვებაზე, არც გარშემო მყოფების წუწუნს მოუსმინოთ. სჯობს, სწორად იმოქმედოთ და თავად შეიქმნათ მატერიალური კეთილდღეობა.
უპირველესად საჭიროა, სწორად შეარჩიოთ საფულე, ანუ ის ნივთი, რომელშიც ფულს შეინახავთ და გაუფრთხილდებით. კერძოდ, ზუსტად უნდა იცოდეთ, რა ზომის, ფერისა და ფორმის საფულე გჭირდებათ.
ფინანსების მოზიდვის მექანიზმი თქვენ საკეთილდღეოდ რომ ამუშავდეს, აუცილებელი პირობაა, რომ საფულე თავად მოგწონდეთ და ის მხოლოდ თქვენი გემოვნებით შეარჩიოთ. სწორად შერჩეული საფულე თილისმის ძალას იღებს. მაგალითად:
ფულის მოსაზიდად სასურველია, მოქარგული ან მძივებით გაწყობილი საფულე. უმჯობესია, ოქროსფერი ან ვერცხლისფერი, რადგან ეს ფერები სიმდიდრის სიმბოლოა. ასევე, მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს განყოფილებები – ხურდა ფულის, ქაღალდის კუპიურების, საბუთების, საბანკო ბარათებისა და სავიზიტო ბარათების შესანახად;არ გირჩევთ ხელოვნური მასალის საფულის ტარებას, რადგან ის არანაირ ენერგიას არ ატარებს და თავისი ხელოვნურობით კი ბუნებრივი ენერგიების მოზიდვას აფერხებს. ყველაზე კარგია ბუნებრივი ქსოვილის ან ტყავის საფულე;ატარეთ შავი, ოქროსფერი, ყავისფერი, ყვითელი ან ვარდისფერი საფულე. ყველა ჩამოთვლილი ფერის საფულე წარმატებების მომტანია ეზოთერიკაში;საფულეში აუცილებლად უნდა გედოთ ერთთეთრიანი მონეტა, ერთლარიანი, ერთდოლარიანი ან ერთევროიანი კუპიურები. ანუ, ისეთი ფული, რომელშიც ერთი ფიგურირებს;საფულე აუცილებლად უნდა იყოს ტევადი.
სასურველია, ჰქონდეს რამდენიმე შიდა ჯიბე, მათ შორის, დიდი ჯიბე მსხვილი კუპიურების ჩასადებად. თუ თქვენს საფულეში მსხვილი კუპიურის მოკეცილად ჩადება გიწევთ, კოსმოსი იშვიათად გამოგიგზავნით ამგვარ კუპიურებს;აუცილებლად იქონიეთ რესპექტაბელური ვიზუალის მქონე საფულე.
ბავშვური ნახატებით ან აპლიკაციებით გაფორმებული, „არასერიოზული“ საფულე დიდ ფინანსებს ვერ მოგიტანთ;არსებობს ფულის მოსაზიდი ჩინური ამულეტი, რომელიც ერთმანეთზე გადაბმული სამი მონეტისგან შედგება. მართალია ამგვარი, ამულეტის ყიდვა, გამზადებული სახით, ეზოთერულ მაღაზიებშიც შეიძლება, მაგრამ აჯობებს, თავად დაამზადოთ და ფულთან ერთად საფულით ატაროთ;კარგია, თუკი საფულით ატარებთ ერთდოლარიან კუპიურას, რომელიც არასოდეს არ უნდა დახარჯოთ. ეს კუპიურა იზრუნებს იმაზე, რომ თქვენი საფულისკენ აქტიურად მოიზიდოს „თანამოძმეები“;გასათხოვარმა გოგონამ კი საფულეში ბზის ფოთოლი და გულის ფორმის პატარა სამკაული უნდა ჩადოს. ასე უფრო საინტერესო ხდება საპირისპირო სქესისათვის, რადგან მისგან დადებითი ენერგია გაორმაგებულად იფრქვევა.
ასევე ნახეთ:
დააჯამეთ თქვენი ტელეფონის ნომრის ციფრები და გაიგეთ, რა გავლენას ახდენს ის თქვენს ბედ–იღბალზე
როგორ სიურპრიზს უმზადებს ტაროს პროგნოზი ზოდიაქოს ამ 3 ნიშანს უახლოეს დღეებში
რა შემთხვევაში შეიძლება არ დააბრუნოს ბანკმა, ბარათიდან თაღლითების მიერ მოპარული თანხა