პრობლემებს რომ თავი აარიდოთ, დააკვირდით ადამიანის დაბადების დროსა და სტიქიას

ასტროლოგია

ადამიანის ხასიათს მისი დაბადების წელი განსაზღვრავს. ვეფხვის, ცხენისა და ძაღლის წელიწადში დაბადებული ადამიანები აღიქმებიან როგორც ძლიერი და კეთილშობილი პიროვნებები. ვირთხის, გველეშაპისა და მაიმუნის წელიწადში დაბადებულები – უცნაურობებით და დამოუკიდებელი ხასიათით გამოირჩევიან. კატის, თხისა და ტახის წელიწადში დაბადებულები – სიმშვიდითა და პრაგმატულობით. ხოლო ხარის, გველისა და მამლის წელიწადში დაბადებულები კი – მოზღავავებული ენერგიითა და მეომრული სულისკვეთებით. 

ვირთხის, გველეშაპისა და მაიმუნის წელში დაბადებულები მოუსვენარნი და უცნაურები არიან. ვერ თავსდებიან საზოგადოებისთვის მისაღებ ჩარჩოებში. სიყვარულში, საღი აზრით ან მკაცრი ლოგიკით არ ხელმძღვანელობენ. არასდროს აქცევენ ყურადღებას რჩეულის ეროვნებას, წლოვანებასა და გარეგნობას. არ ზღუდავენ ადამიანებს და სრულ თავისუფლებას აძლევენ. უჭირთ რეალურ ცხოვრებაში ორიენტირება. თუმცა, ნებისყოფის წყალობით, ადვილად აგვარებენ პრობლემებსა და სირთულეებს.

ვეფხვის, ცხენისა და ძაღლის წელში დაბადებულები: კარგად ერკვევიან ცხოვრებისეულ საკითხებში, ვიდრე საკუთარ სასიყვარულო ურთიერთობებში. აქვთ განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა. შეუძლიათ, იყვნენ ამოუცნობები და ოპტიმისტები. ცდილობენ, თავის სასიკეთოდ „გადააკეთონ“ გარშემო მყოფი ადამიანები.

ხარის, გველისა და მამლის წელში დაბადებულები: მკაცრები და კონფლიქტურები არიან. არ უყვართ გადაჭარბებული ქება ან კრიტიკა. უყვართ არაორდინარულ ადამიანებთან ურთიერთობა. გამუდმებით ძიებაში არიან. სჭირდებათ, სიყვარული და მხარდაჭერა.

კატის, თხისა და ტახის წელიწადში დაბადებულები იდუმალი შარმით გამოირჩევიან. პირად ცხოვრებაში და საქმეში წარმატებების მისაღწევად ყოველთვის ითვალისწინებენ გარშემო მყოფების აზრს და აინტერესებთ, რას ურჩევენ სხვები.

ზოგადად, ყველა ადამიანთან ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო, რომ მისგან კეთილგანწყობა, ნდობა და სიყვარული დაიმსახუროთ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, გარკვეული კანონზომიერებაც არსებობს, კერძოდ, ყველა ადამიანი, დაბადების თარიღიდან გამომდინარე, დაკავშირებულია ოთხი სტიქიიდან ერთზე, რომელიც მისი ხასიათის მთავარ ნიშან-თვისებებს განსაზღვრავს. ამიტომ, თუ გეცოდინებათ როგორ გამოიყენოთ ის თქვენს სასარგებლოდ, მაშინ ნებისმეირ ადამიანთან შეძლებთ ჰარმონიული ურთიერთობის ჩამოყალიბებას.

ვერძი, ლომი, მშვილდოსანი – ცეცხლის სტიქია: ამ ადამიანების ყურადღების მოპოვება ადვილია. მოსწონთ, მოწესრიგებულ ადამიანებთან ურთიერთობა. არ გააკრიტიკოთ, რადგან ყველაზე საფუძვლიან და რეალურ შენიშვნასაც კი ვერ იტანენ. ხშირად უთხარით კომპლიმენტები.

კირჩხიბი, მორიელი, თევზები – წყლის სტიქია: მაცდურები არიან, ემოციური ურთიერთობით შეუძლიათ, თქვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინონ. ძნელია მათი გონებისა და გულის დაპყრობა. თუ მოთმინებასა და დიპლომატიას გამოიჩენთ და მის თავისუფლებას არ შეზღუდავთ, ადვილად შეძლებთ მის შენარჩუნებას.

კურო, ქალწული, თხის რქა – მიწის სტიქია: მატერიალისტები არიან. ურჩევნიათ, ერთხელ დაინახონ და შეიგრძნონ, ვიდრე ათასჯერ გაიგონ და მოისმინონ. კარგი მეოჯახეები არიან. ამიტომ, თუ ეძებთ ცხოვრების ღირსეულ მეგზურს, ძლიერ, ლამაზ, მიზანსწრაფულ და კარგ მეორე ნახევარს, მაშინ ამ სტიქიის ნიშნის ადამიანზე შეაჩერეთ ყურადღება.

ტყუპები, სასწორი, მერწყული – ჰაერის სტიქია: ნუ გადახვალთ მათთან შეტევაზე. მათი მოხიბვლა მხოლოდ საინტერესო საუბრით, ინტელექტითა და არაორდინარული ხედვით შეგიძლიათ. ყურადღებას ნებისმიერ წვრილმანზე ამახვილებენ, ამიტომ მათ გვერდით ფრთხილი და წინდახედული უნდა იყოთ. წყარო

ასევე ნახეთ:

რა შემთხვევაში შეიძლება არ დააბრუნოს ბანკმა, ბარათიდან თაღლითების მიერ მოპარული თანხა

დააჯამეთ თქვენი ტელეფონის ნომრის ციფრები და გაიგეთ, რა გავლენას ახდენს ის თქვენს ბედ–იღბალზე

როგორ უნდა მოიზიდოთ მარტივად გამდიდრების ენერგია

13-14 თებერვალს იქნება ყველაზე მძაფრი დღეები - მიხეილ ცაგარელის გაფრთხილება!