„სადაა პირადი? მარტო ვარ, მარტო. გაიქცნენ...“ - პაატა თედიაშვილმა პარტნიორები დაკარგა

პაატა

სექსუალური  პარტნიორების დათვლა რომ დავიწყე, 1500- ზე მეტი აღმოჩნდა, მერე დათვლით დავიღალე - ამის შესახებ „პრაიმ ჰაუსის“ მესამე სეზონის მონაწილემ, მომღერალმა პაატა თედიაშვილმა ისაუბრა.

თედიაშვილის ამ საჯარო განცხადებას საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. ნაწილი ამტკიცებს, რომ პაატა ტყუის და შეუძლებელია ამდენი პარტნიორი ჰყავდეს. ნაწილმა არ დაიზარა და მათემატიკური გამოთვალც გააკეთა, თუ რამდენი პარტნიორი შეიძლება ჰყოლოდა ერთ დღე-ღამეში.

ნახეთ რას ამბობს ახლა მომღერალი ხმაურიანი განცხადებების ფონზე. გთავაზობთ ამონარიდს ვრცელი ინტერვიუდან:

- ფრაზამ "500-600 პარტნიორი მყოლია" - სუსტ სქესში პოპულარობა გაგიზარდა თუ პირიქით, დაგიფრთხო გარშემო გოგონები? 

- პოპულარობა მოიტანა, რადგან მეორე დღეს ყველა ამაზე წერდა და ერთობოდა, თუმცა მგონი, სიფრთხილით მაკვირდებიან უკვე და მეკითხებიან, ეს სიმართლეა თუ არა? სანდოობა დავკარგე.

- პირადში სიახლე?

- სადაა პირადი? მარტო ვარ, მარტო. გაიქცნენ და გამაფრთხილეს, დავივიწყო, რაც იყო...