თბილისის N28-ე საბავშვო ბაღი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1732650338
ალბათ, გსმენიათ 24 წლის ლორენ ვასერის ისტორია, რომელსაც ფეხების ამპუტაცია ჩვეულებრივი ჰიგიენური ტამპონის გამო დასჭირდა. გოგონას იშვიათი გართულება განუვითარდა.
როგორც გაირკვა, ის მენსტრუაციის დროს ტამპონს იყენებდა. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს ცუდად გახდა. მას ეგონა, რომ ეს ჩვეულებრივი გრიპი იყო. ტემპერატურამ აუწია. საავადმყოფოში გადაიყვანეს და კვლევები ჩაუტარდა.
„სიკვდილამდე 10 წუთი იყო დარჩენილი. საავადმყოფოში 41 გრადუსი სიცხით შემიყვანეს, გულის შეტევაც გადატანილი მქონდა, თუმცა, ექიმები ვერ იგებდნენ, რა მოხდა”,- ამბობს ლორენი.
პრობლემა ინფექციონისტმა გამოიკვლია. როდესაც ტამპონი ამოიღეს, აღმოაჩინეს, რომ ის ოქროს სტაფილოკოკს შეიცავდა. ტამპონი იყო დაბინძურებული თუ ორგანიზმში არსებობდა ეს ბაქტერია, უცნობია, მაგრამ გოგოს ტოქსიკური შოკის სინდრომის დიაგნოზი დაუსვეს. მარჯვენა ფეხში ძლიერი განგრენა ჰქონდა და გადაწყვიტეს, რომ მუხლს ქვემოთ მოეკვეთათ.
ლორენ ვასერი მოდელების ოჯახში დაიბადა და მისი მთავარი ოცნება იყო, ისიც ერთ-ერთი მათგანის მსგავსი გამხდარიყო. ამიტომ, გადატანილი ტრაგედიის მიუხედავად, მან გადაწყვიტა ბრძოლა გაეგრძელებინა და სამოდელო კარიერას დაბრუნებოდა. ის დღეს ცნობილი მოდელია, მას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც „გოგონას ოქროს ფეხებით”. მოდელი ერთ ეპიზოდს ხშირად იხსენებს.
„შვეიცარიაში, აეროპორტში ვიყავი. ერთი პატარა ბიჭი იყო. ჯერ მე შემომხედა, მერე თავის ფეხებს დახედა, შემდეგ ისევ მე და ისევ საკუთარ ფეხს… შემდეგ კი მშობლებს მიუბრუნდა და უთხრა: “დედა, შეიძლება ასეთი ოქროს ფეხები მქონდეს?” ჩემთვის, ეს ძალიან ემოციური იყო“,- იხსენებს ვასერი.