საახალწლო რიტუალი ყურძნის 12 მარცვლით - ეს ყველამ უნდა იცოდეს

ყურძენი

საქართველოში საკმაოდ პოპულარულია საახალწლო რიტუალი, რომელიც ყურძნის მარცვლებით ტარდება. როგორც აღმოჩნდა, ეს ესპანური ტრადიციაა და საკმაოდ მოქმედი რიტუალი ყოფილა. 

ეზოტერიკოს ნინუშკა ლისენკოს განმარტებით, ყურძენი ნაყოფიერი და კარგი ვიბრაციის ხილია, რომელსაც ჩვენს ცხოვრებაში წარმატება მოაქვს. 

„დაგჭირდებათ ყურძნის 12 მარცვალი - წინასწარ მოამზადეთ, მოათავსეთ თასში და ზუსტად 12 საათზე მაგიდის ქვეშ დაჯექით. 12 წამში უნდა მოასწროთ თორმეტივე მარცვლის შეჭმა, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი სურვილი არ ახდება.

შეგიძლიათ, არაფერი ჩაიფიქროთ, რადგან მაინც წარმატებული წელი გექნებათ. რასაც ვაკვირდები, ამ რიტუალის შემდეგ, ბევრი ადამიანი ოჯახდება. ყურძნის 12 მარცვალი არის ბედნიერების მომტანი, სახალისოც არის და მეც ზუსტად ვიცი, რას გავაკეთებ ახალ წელს, 12 საათზე,“ - ამბობს ეზოტერიკოსი.