66 000-ზე მეტ პირს დავალიანება გაუნულდება! - ნახეთ, ვის შეეხება ცვლილებები
1740253942
მოსკოვის პოლიცია უშედეგოდ ეძებდა ყვითელ და ლურჯ ფერებში შეღებილ ფრინველს, რომელსაც კლანჭებში დანაღმული ფოთლები უნდა ჰქონოდა მოქცეული. ფოთლებზე ასო "უ" იყო დატანილი და მტრედი მათ მოსკოვის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ყრიდა. ინფორმაციას Gazeta.ru ავრცელებს.
პოლიციამ ფრინველზე ძებნა პირველ მაისს, მას შემდეგ გამოაცხადა, რაც სამორიგეო განყოფილებაში ერთ-ერთი მოქალაქე მივიდა და განაცხადა, რომ დივერსანტი მტრედი საკუთარი თვალით ნახა. კაცი ამტკიცებდა, რომ ჩიტი დიმიტრი ულიანოვის ქუჩაზე გადაადგილდებოდა.
პოლიციელებმა აღნიშნული ტერიტორია საფუძვლიანად გაჩხრიკეს, თუმცა დივერსანტ მტრედს ვერ მიაგნეს.