„თქვენ იღბლის ფავორიტები ხართ“ - ზოდიაქოს ეს ნიშნები 2025 წელს გამდიდრდებიან
1732308365
ირაკლი მაქაცარია იხსენებს, სად და როგორ გაიცნო თავისი საცოლე ლიზა ჩიჩუა.
მაქაცარია პოსტ ტვ-ის ერთ-ერთ გადაცემაში საუბრობს, რომ იქამდე, სანამ ლიზას გაიცნობდა, არ ეგონა ასეთი სიყვარული თუ შეეძლო.
„ყოველთვის ვფიქრობდი, ლიზასაც ვეუბნები ხოლმე, რომ მანამ სანამ ჩვენ ურთიერთობას დავიწყებდით აი სულ ვფიქრობდი ხოლმე, ვინ უნდა გამოჩნდეს, რა უნდა შეიცვალოს ჩემში-მეთქი.
სანამ შენ რეალურად არ აღიქვამ და ვერ გრძნობ, იმ ემოციას, სურვილს, რომ ყურადღებიანი იყო, მაქსიმალურად ყველაფერი გააკეთო იმ ადამიანისთვის და შეუძლებელიც გინდა რომ გააკეთო, სანამ ამ გრძნობას ვერ აღიქვამ წინასწარ ვერაფერს იტყვი…
სულ ასე ვიყავი, უიმედოდაც ვიყავი… ცოტა პესიმისტური ნათქვამია, მაგრამ როცა ამ ყველაფერზე ვფიქრობდი კითხვის ნიშანი მქონდა, ვფიქრობდი შემიძლია რომ შევიყვარო?
მე შორიდან ვიცოდი ლიზას შესახებ. მერე დავინახე, ბათუმში მოხდა ეს ამბავი… შორიდან დავინახე და მივხვდი რომ ის იყო…რომ გაიღიმა ცა განათდა.
მართლა განსაკუთრებული შეგრძნებაა და ძალიან მიხარია, რომ ასეთი ადამიანი მყავს გვერდით,” – აღნიშნა ირაკლი მაქაცარიამ.