როგორ შეხვდნენ ჰოლივუდის ვარსკვლავები აღდგომის დღესასწაულს

ჰოლივუდი

სიკვდილზე გამარჯვების დღე -ასე უწოდებენ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, რომლის მოახლოებასაც ყოველ წელს, მსოფლიო მასშტაბით უამრავი ადამიანი მოუთმენლად ელის.  წითლად შეღებილი კვერცხები, ჯეჯილი და პასქა -  საქართველოში მათ გარეშე აღდგომა არასდროს დგება. 
 
აღმოჩნდა, რომ  ამ მნიშვნელოვანი დღისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან ჰოლივუდის ვარსკვლავებიც. 
 
 
აღდგომის დღესასწაული  იზეიმეს კარდაშიან-ჯენერებმა. ამაღლებული განწყობის შექმნაზე კრის ჯენერმა იზრუნა. სხვადასხვა სახის კერძებითა და ორცხობილებით სავსე მაგიდაზე, მან ოჯახის ყველა წევრს შოკოლადის  კვერცხები დაახვედრა, რომლებზეც მათი სახელები ეწერა. 

დღესასწაულის სამზადისში ოჯახის პატარა წევრებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები. კრის ჯენერმა თითოეულ მათგანს ინდივიდუალური საჩუქრები გაუკეთა. 

 


 

 
აღდგომას შვილებთან ერთად შეხვდა ჯონ ტრავოლტა. ლეგენდარულმა მსახიობმა Instagram-ზე ვიდეომიმართვაც გაავრცელა და გამომწერებს დღესასწაული მიულოცა. 

 


 
„იმედი მაქვს, აღდგომის მნიშვნელობა და ძალა დაგვეხმარება ვიყოთ უფრო თანამგრძნობები და ერთიანები“, - ამ შინაარსის ტექსტი სოციალურ ქსელში ჟიზელ ბუნდჰენმა გამოაქვეყნა. სუპერმოდელმა პოსტს ქალიშვილთან ერთად გადაღებული ფოტოც დაურთო. 


 
აღდგომისთვის ტრადიციულად ემზადებიან დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახშიც.  დიდ ხუთშაბათს დედოფალი ელისაბედი ეკლესიებს სტუმრობს და ადამიანებს გაწეული შრომისთვის სპეციალურად განკუთვნილ მონეტებს ურიგებს. აღსანიშნავია, რომ მონარქის მიერ გაღებული თანხის რაოდენობა მის ასაკს უდრის. მაგალითად როდესაც ელისაბედი 93 წლის იყო, მან ქალებსა და მამაკაცებს 93 მონეტა დაურიგა. 

 


 
აღდგომის ღამეს სამეფო ოჯახის წევრები  სააღდგომო წირვას ერთად ესწრებიან,  შემდეგ კი უინძორების სასახლეში მიემგზავრებიან. როგორც ქეითი და უილიამი ამბობენ,  მათ შვილებს განსაკუთრებით უყვართ თამაში, რომელიც „კვერცხებზე ნადირობის“სახელითაა ცნობილი. ამ დროს ბავშვები მინდორში დამალული ფერადი კვერცხების ძიებით არიან დაკავებული.
 
დევიდ ბეკჰემმა ინსტაგრამის პირად გვერდზე ოჯახის ახალ წევრთან, კურდღელ კოკოსთან ერთად გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა. 


„ბედნიერი აღდგომა ბეკჰემების ოჯახისა და კოკოსგან“, - დაწერა ცნობილმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში.

 

 
 
 
აღდგომას მერაია კერისთან კურდღლის ფორმაში გამოწყობილი სტუმარი მივიდა, რომელმაც მომღერალს ტკბილეულობა და ფერადი კვერცხები მიუტანა. გავრცელებულ კადრებში ჩანს თუ როგორ დადის ის მერაიას სახლში და საჩუქრებს ტოვებს, შემდეგ კი არც ვარსკვლავის გაღვიძებას ერიდება და დღესასწაულს ულოცავს. 

 

 დუეინ ჯონსონმა კი აღდგომის დღესასწაული და  ქალიშვილის დაბადების დღე ერთად იზეიმა.