ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
ნანუკა გოგიჩაიშვილსა და ნიკოლოზ ნაყოფიას ახლახან მეორე ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც ავა დაარქვეს.
„აივის სახელი ალბათ 10 დღით ადრე მოვიფიქრე, ავაზე გაცილებით რთულად იყო სიტუაცია. აქ სამშობიაროდან გამოსვლისას უნდა შეავსო დაბადების მოწმობა და სახელი ჩაწერო, ჩვენ ისე გავაჩინეთ, სახელი ვერ შევარჩიე. გამოწერის დღეს შევარჩიეთ ავა…“- ამბობს ნანუკა გოგიჩაიშვილი.
შეკითხვაზე, როგორ უნარჩუნებს ფორმას, მოდელი აღნიშნავს:
„რაც არის, ეგ არის. ერთი ვიცი, სასწორზე წონას არასდროს ვაკონტროლებ, ამ ორსულობაზე რამდენი მოვიმატე, არ ვიცი. თავს ციფრების კონტროლით არასდროს ვიტანჯავდი. ორივე ორსულობაზე ვიცოდი, მოვიმატებდი თავად, ბუნებრივად დავიკლებდი. წონის პრობლემა, როგორც წესი, არ მაქვს ხოლმე. რომც მქონოდა, ალბათ, ეგეც მოგვარებადია. მთავარი ყველაფერში სურვილია“.