როგორ გამოიყურებოდა ნეკა დოროყაშვილი წლების წინ - ნახეთ ფოტოები

ნეკა დოროყაშვილი

უმშვენიერესი ფოტო მოდელი და ბლოგერი, 32 წლის ნეკა დოროყაშვილი აქტუალობას არ კარგავს. 

ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ოჯახური დავა მასსა და ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს შორის რამდენიმე თვის წინ დასრულდა. ბასილაშვილი ოთხივე ეპიზოდში გამართლდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ჰქონდა ბრალი წარდგენილი, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით.

მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დააზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებოდნენ.

პროკურატურის ინფორმაციითვე, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.

სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ნიკოლოზ ბასილაშვილს ფიზიკური ძალადობის 4 და ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ ეპიზოდზე ედებოდა ბრალი.

როგორც ცოტა ხნის წინ ნეკამ „პრაიმტაიმს“ უთხრა, სტრესებისგან ბოლომდე გათავისუფლდა. ეს მის Insragram სთორებსაც ეტყობა - ბევრს მოგზაურობს და გამომწერებს პოზიტიურ განწყობებს უქმნის.

ნეკა ხშირად აღნიშნავს, რომ ქალის მთავარი სიმდიდრე მისი ბუნებრიობაა, მას ქირურგიული ჩარევებისთვის აქამდე არ მიუმართავს, ამას მისი ძველი ფოტოებიც მოწმობს.

ნახეთ, როგორ გამოიყურებოდა ნეკა დოროყაშვილი წლების წინ ↓