„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
ბლოგერი გურამ შეროზია მილანში მოგზაურობის შესახებ წერს, რომელმაც საზოგადოებაში ხმაური გამოიწვია, გამომდინარე იქიდან, რომ გურამი და ბაგირა მილანში ერთად აღმოჩნდნენ.
„ძაან ამბები ატეხილა ჩემს მილანურ ვოიაჟზე. ეს ტური გვაჩუქეს მისტერ პლანეტის დაჯილდოვებაზე, როცა ჯერ კიდევ წყვილი ვიყავით. მერე მოხდა ის, რაც მოხდა.
როცა დადგა ჟამი წამოსვლის და გაირკვა, რომ მილანის მოდის კვირეულია, სადაც მოდის ოცი ადამიანი, ასევე შესაძლებელია ჩვენი ნომრების გაცალკევება და ჩემი ცალკე გადასვლა - გადავწყვიტე წამოვიდე, რატომაც არა.
ერთობლივი სთორი დღეს-ხვალ ჯვრისწერას არ ნიშნავს. როგორი ცუდი ურთიერთობაც არ უნდა გვქონოდა iii ar gelaparakebiii და რაღაც კატა-თაგვობანათი დისკომფორტის შექმნა სხვა 20 მონაწილისთვის - საკმაოდ ბნელი საქციელი მგონია. კოსტა იქნებოდა აქ, თამაზი თუ გოგა - მათთანაც იგივენაირი ცივილიზებული ურთიერთობა მექნებოდა.
არა, წყვილად არ აღვდგებით. კი, ლამის აეროპორტში მოსვლამდე მეგონა, რომ მეტრეველიც ჩვენთან ერთად მოდიოდა.
პ.ს. ცოტა მარტივად შევხედოთ მოვლენებს, ისედაც ბევრი სიმძიმეა გარშემო“,- წერს გურამ შეროზია.