რისი ოპერაცია გაიკეთა ბაბი კირკიტაძემ და რას ურჩევს ის გამომწერებს

ბაბი კირკიტაძის ახალმა იმიჯმა თაყვანისმცემლები აღაფრთოვანა

„ღამის შოუს“ ბენდის მომღერალმა ბაბი კირკიტაძემ გამომწერების კითხვებს უპასუხა.

კითხვაზე, ხმარობს თუ არა მხედველობის ლინზებს, ბაბიმ უპასუხა, რომ არა, რადგან ვერ შეეგუა თავიდანვე და სათვალეს ხმარობდა. თუმცა დასძინა, რომ ცოტა ხნის წინ თვალის ოპერაცია გაიკეთა.

კითხვაზე რთული იყო თუ არა თვალის ოპერაცია აღნიშნა, რომ „არ ეგულება უფრო მარტივი ოპერაცია“.

„თვალის ოპერაციაზე მარტივი, მგონი არაფერი არაა. სულ 10 წუთი დამჭირდა. უმტკივნეულოდ გაკეთდა. რადგანაც მომცეს რეკომენდაცია, მეც გადავწყვიტე გამეკეთებინა. ერთი დღე გექნებათ მხოლოდ წვა ოპერაციის შემდეგ. ჩემი რეკომენდაციაა, რომ სახლში რომ მიხვალთ დაიძინოთ და მეორე დღეს აღარაფერი იქნება“, – ამბობს ბაბი.

ასევე ნახეთ:

სიმდიდრის ფავორიტი ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც წელს გამდიდრდებიან

7 ადამიანი მოიწამლა - შაურმაში აერობული მიკროორგანიზმები გამოვლინდა