რიანას სახლში უცნობი კაცი შეიჭრა, რათა მომღერლისთვის ცოლობა ეთხოვა

რიანა

რიანას სახლში, ლოს-ანჯელესში, უცნობი კაცი შეიჭრა, რათა მომღერლისთვის ცოლობა ეთხოვა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, პოლიცია დამნაშავის სახელსა და გვარს საგამოძიებო მიზნებიდან გამომდინარე არ ამხელს, თუმცა რამდენიმე დეტალი მაინც გახმაურდა. სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კაცი სამხრეთ კაროლინიდანაა და რიანას სახლამდე მისასვლელად მინიმუმ 4 000 კილომეტრი გაიარა. ცნობისთვის, მომღერალი A$AP Rocky-სთან და მათ ერთი წლის შვილთან ერთად ცხოვრობს.

დამნაშავე ადგილზე მისვლისას რიანას კერძო დაცვის წევრებმა დააფიქსირეს. კაცმა სახლში შეღწევა მაინც მოახერხა, თუმცა ტერიტორია მალევე დაატოვებინეს. თავდამსხმელმა აღიარა, რომ რიანასთვის მას ცოლობა უნდა ეთხოვა. უცნობია, შემთხვევის დროს რიანა და მისი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ თუ არა ადგილზე. რიანას სახლში შეღწევა 2021 წელს კიდევ ერთმა პირმა სცადა, თუმცა მისი მიზანი გაძარცვა იყო.